ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“კარპი” – “იუვენტუსი” | ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებებს კარპისთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:

ბუფონი – 5.5 – უფრო მეტად დამნაშავე ვიდრე არა.. თავად ბორიელოსაც კი გაუკვირდა გატანილი გოლი.

ბარძალი – 6.5 – რა პოზიციაზეც არ უნდა ათამაშო ყველგან პროდუქტიული და საიმედოა. უპრობლემოდ კეტავს დი გაუდიოს.. მისი მოედნიდან გასვლა გუნდს მძიმედ დაეტყო.

რუგანი – 5.5 – ნერვიულობა სრულიად ბუნებრივია. არ ჩათვლილი ბურთი რა თქმა უნდა არასასიამოვნო იყო. ორი თუმცა, ორი-სამი ბურთის უხეში დაკარგვა ნამდვილად სახიფათო იყო. გრძელვადიანი შესვენების შემდეგ ეს მოსალოდნელიც იყო.

ბონუჩი – 5 –
რთულია სისწრაფეზე მომავალი ბორიელოს შეჩერება, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს არ ამართლებს ლეოს.. მან ერთი-ორი არასწორი მოძრაობა გააკეთა და შედეგად გოლი.. მეორე ნახევარში კი საკუთარ კარში ჭრის ბურთს.. ეს არ იყო ბონუჩის დღე. დასვენება მას ყველაზე მეტად მოუხდება.

კიელინი – 6 – ფიზიკური მონაცემები მეორე მხარეს გადადის, თუმცა კარპის პერიოდულ სპრინტერულ ჩართვებს თავს მშვენივრად ართმევს. სხვათაშორის ჯორჯოც უფრო კომფორტულად 3 მცველიან ტაქტიკაში ასპარეზობს.

კუადრადო – 5.5 – მისი ქაოტურობა ყოველთვის ეფექტური არ არის.. ასე იყო გუშინაც. სამხრეთ ამერიკელის შესანიშავ ჩაწოდებას, რომელსაც გოლი მოჰყვა, უპირისპირდება ბურთის არაერთი დაკარგვა და არასწორი გადაწყვეტილებები.

ლიხტშტაინერი – შეფასების გარეშე – შემოდის მატჩის მიწურულს კუადრადოს ნაცვლად, რომელიც ვერ უმკლავდებოდა ახლად შემოსულ ბიანკოს და ეხმარება რუგანის მის განეიტრალებაში.

ხედირა – 6 – ორჯერ ურტყავს კარის მიმართულებით.. ეს კარგი ნიშანია. იბრუნებს ფორმას და თავდაჯერებულობას. თუმცა, პარტნიორებთან ეფექტურ შეთამაშებას პერიოდულად აჩვენებს.

მარკიზიო – 7 – დიდ სამუშაოს სწევს, როგორც ყოველთვის. ცენტრალური ზონის ჩაბეტონებასთან ერთად ეფექტურია დირიჟორობის კუთხითაც, რასაც პოგბაზე განხორციელებული დიაგონალური გადაცემაც ადასტურებს.

პოგბა – 7 – ფიზიკური სიძლიერე, სისწრაფე და ინტელექტი. თან დავურთოთ შესანიშნავი გოლი და კარპის დაცვა ასეთ პოგბასთან უმაქნისია.

ევრა – 6.5 – მატჩის წინ ისე ჩანდა, თითქოს ალექს სანდროს სკამზე დატოვებით ალეგრი ბევრს დაკარგავდა.. მსაჯის სასტვენის შემდეგ კი ნათლად გამოჩნდა მწვრთნელის სწორი გადაწყვეტილება. ევრა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ლომის წილი დაიდო ამ გამარჯვებაში.

დიბალა – 6 – მატჩის საწყის წუთებში განხორციელებული დარტყმა შთაბმეჭდავი იყო.. გაჩნდა იმედი თითქოს მესის სტილში იასპარეზებდა, მაგრამ ამ ჯერად დაიკარგა.. უფრო მეტად რეჯისტას პოზიციაზე იმყოფებოდა ვიდრე უკან დახეული ფორვარდის.. ცდილობს ცრუ მოძრაობებს, მაგრამ მისგან სხვაგვარ თამაშს ვართ მიჩვეულნი.

მორატა – 5.5 – გასულ სეზონში მას ყველაფერი გამოსდიოდა, წელს კი პრაქტიკულად არაფერი. ცვლის დიბალას, მაგრამ სისწრაფე და შეცდომის დაშვების შიში დაღს ასვავს ესპანელის მოქმედებებს.

მანჯუკიჩი – 8 (მატჩის საუკეთესო) – სულ უფრო შეუცვლელი, მანევრირებადი და სახიფათო. ორი გოლით შემოიფარგლა, თუმცა როგორებით! კლასიკური ცენტრ ფორვარდი – ეს ალბათ მეტ-ნაკლებად ზუსტი დახასიათებაა. თუმცა, არ დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ მოედნის თითოეული მილიმეტრისთვის იბრძვის როგორც წინ ასევე დაცვაში. ზუსტად ისე, როგორც ბაიერნში ყოფნისას.

ალეგრი – 6.5 – ერთ-ერთი იმ მატჩთაგან, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის შედეგი. ფინალური ჩავარდნა მისი ბრალია და ღრიალებს როგორც ცოფიანი, რათა გამოაფხიზლოს გუნდი.

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x