L’Equipe:”პსჟ ლავეცის 6 მილიონადაც შეელევა”
L’Equipe-ს მტკიცებით პსჟ არ აპირებს ეიზიკელ ლავეცისთან სეზონის შუა პერიოდში უფასოდ დამშვიდობებას. თუმცა, არც ივნისამდე სურს მოცდა, რადგან მაშინ არგენტინელი პარიზს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.. შედეგად ფრანგები გარკვეულ კომპრომისზე აპირებენ წასვლას და სატრანსფერო ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებენ. ჟურნალისტების ინფორმაციით პსჟ 6 მილიონიან წინადადებასაც კი დათანხმდება, თუმცა ჯერჯერობით არცერთი კლუბი არ აპირებს მის შეთავაზებას.. როგორც ჩანს ლავეცის მსურველები მოცდას ამჯობინებენ, თუმცა საინტერესოა რომელი მათგანი გადადგმს პირველ ნაბიჯს. იუვენტუსი კი კვლავინდებურად განიხილავს მისი დამატების შესაძლებლობას.
წყარო: L’Equipe
არა არა არა , პოგბას კრიშტიანუშიც არ გავცვლიდი…
ლავეცი არ გვჭირდება,უნდა დავამთავროთ სხვისი გუნდების გადაყრილი ფეხბურთელების მოყვანა,სირცხვილია ბოლოსდაბოლოს იუვენტუსი პსჟ-ეს დაწუნებულ ფეხბურ?თელს რო მოიყვანს და საერთოდ რათ გვინდა,ძაძა გოლების გამტანია და მაგას ვერ მოუძებნეთ ადგილი და ლავეცი რათ გვინდა
ისე არ გვიჭირს რომ ეს მოვიყვანოთ როცა საჭირო იყო ამის მოყვანა მაშინ არ მოიყვანეს
ისე რეალს პოგბას მაგივრად ისკო და კროოსი რომ შევთავაზოთ მემგონი წაგებაში არ უნდა წავიდეთ.
გვინდა?