ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერი:”გატანილმა ბურთმა დიდი სიხარული მომანიჭა”

გუშინდელი მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი სტეფან ლიხტშტაინერი გახდა, რომლის ანგარიშიც არის ის ერთადერთი გოლი, რომელმაც იუვეს ნახევარფინალის საგზური მოუტანა..

“რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, რადგან 1/2 ფინალის საგზური ჩემი შემდეგ გახდა რეალური. იმედი გვაქვს, რომ მსგავს სტილში გავაგრძელებთ ასპარეზობას.

ლაციალეს მხოლოდ ერთი რეალური მომენტი შეექმნა, რის შემდეგაც შანსი არ დავუტოვეთ. საერთოდ კი კარგი იქნებოდა გამარჯვებულის ვინაობა, ვადაზე ადრე დაგვეხურა და შექმნილი შანსები უკეთ გამოგვეყენებინა.

რა შეიცვალა? თავდაჯერებულობა მოგვემატა.. სეზონის სტარტზე ცუდად ნამდვილად არ გვიასპარეზია, მაგრამ რიგ ეპიზოდში დაუმსახერებლად ვმარცხდებოდით. შემდგომ ვეტერანებმა მიდგომა შევცვალეთ.. შესაძლოა, სწორედ თავდაჯერებულობის ნაკლებობა იყო მთავარი პრობლემა.

სერია ა? კონკურენტების ყოფას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ და კონცენტრირებულნი უშუალოდ საკუთარ შედეგზე ვართ. მათ სიძლიერეს ეჭვ ქვეშ არ ვაყენებ.. მაგალითად, რომა კვლავ ბრძოლაშია და კვირას მძიმე დაპირისპირება გველის.

სპალეტი თუ გარსია? გუნდის რეალური ძალა ამით არ იზომება.. დედაქალაქელებს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავთ და მათ წინააღმდეგ ასპარეზობა დიდი სიფრთხილით მოგვიწევს. გულშემატკივარს დიდი სანახაობა ელის.

3-5-2? ნუ გავიწყდებათ, რომ რამდენიმე მატჩი ოთხ მცველიანი ტაქტიკითაც მოვიგეთ. ნებისმიერი ტაქტიკური მონახაზით შეგვიძლია ასპარეზობა და ჩვენი ძლიერი მხარეს სწორედ ეს არის“.

 

წყარო:  Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ლიხჰტაინერ ვითომ არ ხარ მოედანზე. და მერე უცებ გოლი გაგაქვს მაგარი ხარ ძალიან. :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x