ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა “ბარსელონას” N1 სამიზნეა

კატალონიური “ბარსელონა” “იუვენტუსის” ორი ლიდერის პოლ პოგბასა და პაულო დიბალას ტრანსფერს უმიზნებს. რიგი გამოცემების მტკიცებით, არგენტინელი “კამპ ნოუს” ბინადართა უმთავრესი სამიზნეა.

“ბარსელონას” ტექნიკური დირექტორი რობერტო ფერნანდესი დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ფეხბურთელს და მისი ტექნიკური უნარებით, სისწრაფით და მობილობით გაოცებულია. რობერტო ფერნანდესი “რომასთან” მატჩის დროსაც ტრიბუნებზე იყო “იუვენტუსის” 21-ზე დასაკვირვებლად. კატალონიელები ზაფხულში დიდი თანხის ჩამოსვლას აპირებენ დიბალას სანაცვლოდ რამდენადაც ცხადია, “იუვე” თავის ლიდერს იაფად არ შეელევა, პირველი კონტაქტები კი, ზოგიერთი გამოცემის ინფორმაციით, მხარეეებს შორის უკვე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” წინა ხაზში უძლიერესი სამეული ირჯება, ლუის ენრიკემ ნათლად განაცხადა გაძლიერების აუცილებლობაზე, დიბალა კი მის გემოვნებაში სრულიად ჯდება. პაულო არც ტიპიური ათიანია და არც ცხრიანი, შეუძლია შეტევების სიღრმიდან წამოწყება და გუნდისთვის ბურთის მოპოვებაში დახმარება, სწორედ ისე, როგორც ამას მის “იუვენტუსში” მოსვლამდე კარლოს ტევესი აკეთებდა. ამასთან, დიბალას თავადაც აღუნიშნავს, რომ ლიონელ მესი მისი ბავშვობის კერპია და ცხადია, კატალონიელები ამ კოზირის გამოყენებას ეცდებიან. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, იყო კონტაქტი პოლ პოგბას ტრანსფერის თაობაზეც, მოლაპარაკებებში “ბლაუგრანას” გენერალური დირექტორი არიედო ბრაიდაა ჩართული.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

44 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დემეტრე30
დემეტრე30
8 years ago

აIეკო ჯიგარი ხარ დზმა ბარასა ბარსა ამოვიდა კისერსჰი

| Newsphere by AF themes.
44
0
Would love your thoughts, please comment.x