რა ხდება ვინოვოზე მაშინ, როდესაც გროსოს გუნდი დაფრინავს..
თბილი და მზიანი ამინდი იყო დღეს ვინოვოზე..
მის ფონზე გამარჯვება კი ორმაგად სასიამოვნოა.. დიახ, დღეს (მანამ სანამ საათი 0:00-ს გადაცილდებოდეს) ფაბიო გროსოს მიერ დამოძღვრილმა პრიმავერამ 3-1 დაამარცხა ფიორენტინას ახალგაზრდული გუნდი.. სხვათაშორის ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე თვის წინ ალეგრიმ სოუზა..
მაშინ როდესაც გროსოს ბიჭები იებთან დაფრინავდნენ, ძირითად გუნდს საფიქრელი თავზე საყრელად აქვს. ალეგრი პრინციპული მატჩის წინ ჯერ კიდევ ფიქრობს, თუ რა მოუხერხოს ტრავმირებულ კიელინის.. დიახ, ჯორჯოს ხვალისთვის ფეხზე ვერანაირად ვერ დააყენებს, მაგრამ შეცვლა ნამდვილად მოუწევს..
საწვრთნელ ბაზაზე რამდენიმე ვარიანტი ისინჯება.. მათ შორის ლიხტშტაინერის დაცვის ტრიოში ყოფნით.. რუგანის ყველა აქებს და ადიდებს, მაგრამ ალეგრის ალბათ რაღაც მაინც აფიქრებს მასთან მიმართებაში. მეორეს მხრივ პერეირას დაბრუნებამ საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ მძიმე წუთებში მაქსმა შესაძლოა კვლავ იფიქროს ტაქტიკის შეცვლაზე..
თუ იქნება პერეირა, მაშინ ტრეკუარტისტას პოზიციაზე გაირჯება და იუვე 4-3-1-2-ს დაუბრუნდება.. არის კიდევ ერთი შესაძლებლობა და მას რეალურს კუადრადო ქმნის.. არა 3-5-2-ში სადაც კოლუმბიელი ბოლო ხანს თავს კარგად გრძნობს, არამედ 4-3-3 მოდულში, სადაც მარჯვენა შემტევის ფუქნციას შეითავსებს.
ერთი სიტყვით იოლი გადაწყვეტილება არცერთი არ არის, რადგან სასწორზე სკუდეტო თუ არა ბევრი რამ დევს. ალეგრის ეს კარგად ესმის და ამიტომაც ვარჯიშებზე მაქსიმალურად ცდილობს თითოეული მონახაზის საქმეში ხილვას. დრო ცოტა რჩება..
თბილი და მზიანი ამინდი იყო კარგია და ნეტა მართლა ასე იყოს ყველა იუვეს თამაჰზე.

ამ კიელინის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ რატო ემართება ხოლმე რაღაც. ფინალშიც ესპანეთთან.
ძაან დიდი დანაკლისია ჯორჯო
აბა რას იზამს ბარძალი შეჭამს დაღეჭავს ლევის და ერთ კაი მამაპაპურ პენალსაც აიკიდებს რითაც საბოლოოდ დაღუპავს გუნდს :D :lol:
ბარძალის აკიდებული პენალტი მანახე ერთი :D
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ბარძალი შეჭამს ლევანდოვსკის
სმწუხაროა რო რუგანის თამაში არ ვიცი არ მინახავს საქმეში მაგრამ ალბათ ალეგრიმ უკეთ იცის…………იმედია გამოცდი დანიელეს და ისიც გაამართლებს
სმწუხაროა რო რუგანის თამაში არ ვიცი არ მინახავს საქმეში მაგრამ ალბათ ალეგრიმ უკეთ იცის…………იმედია გამოცდი დანიელეს და ისიც გაამართლებს
შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ლეონარდო ბონუჩი მომდევნო სეზონიდან მიუნხენის “ბაიერნში” ვიხილოთ.
მოგეხსენებათ, ახალი სეზონიდან ბავარიულ კლუბს კარლო ანჩელოტი გაწვრთნის, რომელსაც გუნდში იტალიელი ფეხბურთელის მიყვანა სურს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელები ბონუჩიში 25 მილიონ ევროს მოითხოვენ. არ არის გამორიცხული, ტრანსფერში მეჰდი ბენატიაც ჩართონ, რომელიც “იუვენტუსის” ხელმძღვანებლობას კარგა ხანია მოსწონს
ბონუჩის წასვლა თავისი სურვილით მითუმეტეს ჯუვედან ჩემთვის წარმოუდგენელია ტიპი შავ-თეთრით ცოცხლობს
25 არა 5 მილიონი
მაგ თანხად ერნანეში წაიყვანონ თუ უნდათ 
ბონუჩის კუბოთი თუ გაიტანენ ტურინიდან :D
აი მაგაზე ზე ჭორი იქნებოდა გივია სიხარულიძის თამაში ტერმინატორ 5-ში

ასეთი ტაქტიკით და ამ მოთამაშეებით უნდა ცადოს
—————————-ბუფონი—————————
——–ბარძალი————-ბონუჩი————–სანდრო——
—კვადრადო———-მარკიზიო———პოგბა——–სტურარო–
—————————-პერეირა—————————
————დიბალა————————–მორატა———-
შეცვლებზე: ნეტო, რუგანი, ევრა, ლიხშტაინერი, ძაძა.
რუგანის თამაში არ მომწონს. ბევრ შეცდომას უშვებს. არაა ჯერ იუვეს დონეზე. ბარძალის ენდობა და 4 მცველიანი ტაქტიკით ვითამაშებთ ჯორჯოს დაბრუნებამდე
ბარძალის ნდობა რად უნდა, პატარა ბავშვია? კიელინიზე ბევრად დახვეწილი მცველია