გუარდიოლა: ” ვეცდებით, პირველი მატჩი მოვიგოთ, მეორეში კი ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვქონდეს. “
გუარდიოლას გუნდი “ჩემპიონთა ლიგის” გასული ჩემპიონატის ფინალისტებს დაცვის ხაზში სერიოზული დანაკლისით ხვდება, მარამ ესპანელ სპეციალისტს, ამის მიუხედავად, ჩვეული ფეხბურთის თამაშის იმედი აქვს. “ბაიერნი” ტურინში მოგებისთვის ჩამოვიდა…
” “იუვენტუსმა” გასულ წლებში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია, ჯერ ანტონიო კონტესთან, შემდეგ ალეგრის ხელმძღვანელობის ქვეშ. სეზონი ცუდად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ძალიან გაიზარდნენ… 15 თამაში მოიგეს ზედიზედ, ამიტომაც ძალიან საინტერესო თამაშს ველოდები. “
” მართალია, მხოლოდ ორი ცენტრალური მცველი მყავს განკარგულებაში, მაგრამ რას იზამ? ამ სიტუაციაში ჩივილს აზრი არ აქვს, ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მოედანზე გავლენ. “იუვენტუსი” ახლა კარგ ფორმაშია და ძალიან ცოტას უშვებს. ვეცდებით, რაიმე უჩვეულო შევთავაზოთ მეტოქეს. “
” შეიძლება თუ არა, რომ ვიდალმა დაცვაში ითამაშოს? არტუროს ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ასე რომ, ამის შანსი არსებობს. რობენმა გასულ შეხვედრაში ცენტრში ითამაშა, რადგან ასე სჭირდებოდა გუნდს. ბევრი ალტერნატივა გვყავს, ცენტრში გიოტცესაც უპრობლემოდ შეუძლია გაისარჯოს. “
” “იუვენტუსი” ხარისხის მქონე გუნდია, ამის გარეშე ოთხ “სკუდეტოს” ზედიზედ ვერ მოიგებ და “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში ვერ გახვალ. ველოდები, რომ მაღალი პრესინგის თამაშს ეცდებიან ჩვენთან, ჩვენც უნდა დავუსხლტეთ ამ პრესინგს და კონტრიერიშებზე შევქმნათ ხიფათი. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ვცდებოდე. “
“გასვლაზე გოლის გატანა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ “იუვეს” ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს და გონიერი თამაში გვმართებს. ვეცდებით, პირველი მატჩი მოვიგოთ, მეორეში კი – ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვქონდეს. “
“რომელ “იუვეს” ფეხბურთელს ვისურვებდი ჩემს გუნდში? ოჰ, ეს რთული შეკითხვაა… ბონუჩის, მარკიზიოს, ასევე პოგბას, დიბალას, ბუფონს, ევრას, ლიხტშტაინერს… სწრაფი გუნდი ჰყავთ, პოგბა და მარკიზიო დაცვასაც კარგად ეხმარებიან. მათი სწრაფი კონტრშეტევები უნდა ავიცილოთ თავიდან. “
გუარდიოლას კარგი ურთიერთობა აქვს “ბრეშიას” ყოფილ დამრიგებელ კარლო მაცონესთან, სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში იცავდა ესპანელი “ბრეშიას” ღირსებას. საინტერესოა, აპირებს თუ არა “იუვენტუსთან” მატჩზე მის დაპატიჟებას?
” არა, სამაგიეროდ, ფინალზე დავპატიჟებ. ” -აცხადებს გუარდიოლა.
წყარო: football italia
fexebs ver mogvcham pep
როგორ არ მევასება ეს ტრა…. გავარდნილი
იუვე მოიგებ და მგონია კი არა მჯერა დღეს მანჯუ იქნება ყველაზე მაგარი და იმედია დიბალაც და პოლიც აყვება მაგარ თამაჰი წარმატებები იუვეს და იუვეს ბალეჰიკებს
დღეს კუადრადო გაიბრწყინებს , ასე მგონია
და ცოტა ზრდილობა
Warmatebebi juves,kargI gundia,tumca mgonia baierni gava shemdeg etapze
Bავარია გაიჯიმები დგეს აუცილებლად და ბარეული სჰენი ფამი
იუვე მოიგებს ეს გარდაუალია და დიბალა გაიტანს აუცილებლად
ალეგრი შესანიშნავი ტაქტიკოსია ასე რო ჯუვეს ფანებო დამშვიდდით
ძაან დარწმუნებული ბაზრობს ეს რაღაც )) იუვესთან არ უთამაშია რაც მწვრთნელია და ეპატიება
ჩვენი კოზირია (კონტრ შეტევა) თან სწრაფი ფეღბურთელებიც დავიმატეთ ასე რომ კონტრ შეტევებზე უნდ ვეცადოთ გოლის გატანა,
დაცვა არ უვარგა ბავრიას (არ გეწყინოთ ბავარიელებო) და ეს უნდა გამოვიყენოთ.
ბარსას მერე მათი შეტევის ხაზი უდზლიერესია, ასე რომ პრესინგს თუ მივმართეთ მაგრად დაგვერხევააა,
არადა თითქმის დარწმუნებული ვარ ალეგრი მაღალ პრესინგს არ ითამაშებს
აბა დაგვაჯდებიან და მერე უეჭველი ადრე თუ გვიან გაგვიტანენ. ასე მგონია აქტიური თამაში წავა, ბურთის კონტროლს ვეცდებით, პირველი ტაიმი შეიძლება კონტრშეტევებზე ავაწყოთ.
შენ სავარაუდოთ იმიტომ იძახი ალეგრის მწარედ ახსოვს ხო ფინალი