#ForzaCalcio | სოუზა:”იმედგაცრუებული ვარ”
პაულო სოუზა ფრიად იმედგაცრუებული იყო ტოტენჰემთან მარცხით, თუმცა ექს იუვენტინოს სიტყვებით:”ჩვენ გვწამს საკუთარი პროექტის”..
“ბუნებრივია სხვა სცენარი გვქონდა წარმოდგენილი, მაგრამ რაც უფრო შორს გადიხარ მით უფრო რთულია მოძრაობა. ტოტენჰემმა კარგი ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად აგრძელებს თავგადასავალს.
მეტოქეს ხშირად ვაძლევდით ბურთის მიღების და შემდგომი გათამაშების საშუალებას. მეორე გოლიდან დაწყებული კი ინგლისელთა დომინირებას ვეღარაფერი დავუპირისპირეთ.. ფაქტია, ლამელას გოლმა ფსიქოლოგიური კუთხით ბოლომდე გაგვტეხა.
ნამდვილად შეგვეძლო 180 წუთის მანძილზე უკეთესი შედეგი მიგვეღო.. განსაკუთრებით ფლორენციაში გამართული მატჩი იწვევს სინანულს.. ეს უკვე ისტორიაა და იმედი მაქვს ყველაფერს სწორად შევაფასებთ. ეხლა კი უმჯობესია თუ შინაურ ასპარეზზე გასამართი მატჩისთვის მოვემზადებით. ბოლომდე გვწამს საკუთარი პროექტის, რომელმაც გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჩამოგვიყალიბოს”.
წყარო: football-italia
მეტს ველოდი თქვენგან
ასეთმა საშუალო დონის გუნდებმა იტალიელ ფეხბურთელებზე უნდა გააკეთონ აქცენტი
1juve, არარი ცუდი მწვრთვნელი, მაგრამ გარკვეული შეცდომები დაუშვა , მართალი ხარ
სასუოლო რო გავიდეს ევროპა ლიგაზე, დარწმუნებული ვარ მოსაგებად იბრძოლებენ
როსის რო კალინიჩი გირჩევნია მიტო ხარ იმედგაცრუებული
პასკუალს რო კაპიტნობა ჩამოართვი და ვიღაცა არგენტინელს რო მიეცი შეიძლება მაგიტომაც