ვინ შეცვლის კონტეს? იფფ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს..
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კონტეს ჩელისში გადაბარგება ძალზედ რეალურია და ბუნებრივია იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში სავარაუდო შემცვლელზე ზრუნვა დაიწყეს..
იტალიური პრესის ინფორმაციით ყველაზე რეალური შანსი ნაპოლის ექს თავკაცს ვალტერ მაცარის აქვს, რომელიც ინტერიდან წასვლის შემდეგ სამსახურის გარეშე არის დარჩენილი. სათადარიგო ვარიანტად განიხილებოდა სტეფანო პიოლი, თუმცა ლოტიტომ მის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.. მიუხედავად იმისა, რომ ცოტახნის წინ გაშვების რეალური კანდიდატი იყო..
კიდევ ერთი მიმზიდველი კანდიდატურა გუიდოლინია, მაგრამ ინგლისში რანიერიმ “მოდაში” დააბრუნა აპენინელი სპეციალისტები.. შესაბამისად სოუნსი ჯერჯერობით არ განიხილავს იტალიელთან დამშვიდობებას.
ნორმალური შანსები აქვთ მანჩინის და ვენტურას.. პირველმა შესაძლოა დატოვოს მილანური კლუბი თუ იგი ვერ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაციას.. ვენტურას ეპოქა ტორინოში კი როგორც ჩანს დასასრულს მიუახლოვდა.. კაპელო რა თქმა უნდა სასურველი ფიგურაა და შეუძლია ჩაიბაროს საქმე, მაგრამ მისი ანაზღაურები იფფ-სთვის ჯერჯერობით მიუღწეველი სიამოვნებაა..
წყარო: tuttosport
kapelo daxatavs italias
Kapelom rac rusetshi puli aketa ar eyo?
ოოო, კაპელო დახატავს )
კაპელოს რა უნდა ამ სიბერეში რა მაყუთი აკლია?
ყველას რანიერი აჯობებს მემგონი