ტურინელები ახალგაზრდა არგენტინელი გამთამაშებლის გაფორმებას ცდილობენ
Tuttosport-ის ინფორმაციით ბიანკონერი ახლოს არის ახალგაზრდა არგენტინელი ტრეკუარტისტას ჯოვანი ლო სელსოს გაფორმებასთან..
მოლაპარაკებები როსარიო სენტრალთან ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიწყო. ტურინელთა გარდა იტალიური კლუბებიდან აქტიურობს დედაქალაქური რომა.. მაროტას პირველი წინადადება იყო 6 მილიონი და პლიუს ბონუსები, ხოლო რომაელების 7 მილიონი.. თუმცა, არგენტინული კლუბის ხელმძღვანელობას მინიმუმ 10 მილიონის გამომუშავება აქვს გადაწყვეტილი..
ნიჭიერი გამთამაშებლით, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ დაინტერესებულნი არიან ასევე ბენფიკა და მადრიდის ატლეტიკო..
ტურინელებს ტრანსფერში სასუოლოს ჩართვაც აქვთ გადაწყვეტილი და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ მხარეები ფეხბურთელთან დაკავშირებით ბერარდის და ძაძას სტილის შეთანხმებას გააფორმებენ.
წყარო: Tuttosport
ბენტანკური მოიყვანონ მაგარია და ლანზინი.
არაბა გაიხარე ამ ვიდეოს უყურეთ და დარწმუნდებით რო იუვე მაგარ ახალგაზრდა ტალანტს იყიდის.
https://www.youtube.com/watch?v=TfxFuItl8QY კარგი ბიჭია