ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ედერი: “იუვეს თვალებში ჩავხედავთ”

“ინტერის” ფეხბურთელი ედერი აცხადებს, რომ მისი გუნდი ყოველგვარი შიშის გარეშე ელოდება “იუვენტუსთან” დაპირისპირებას.


 

მე ვიცოდი, რომ კლუბის გამოცვლა იანვარში რთული იქნებოდა. რთულია ატმოსფეროს, მუშაობის მეთოდის და თანაგუნდელების შეცვლა. მე ველოდი სირთულეებს, ასე რომ, ეს ყველაფერი ნორმალურია. ამის გამო დაღონებული არ ვარ ნამდვილად.

24 თამაშში 12 გოლი გავიტანე და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი სეზონი მაქვს. სხვათაშორის სამპაში 11 მატჩში გოლი არ მქონდა გატანილი, მაგრამ გუნდი კარგ შედეგს აჩვენებდა და ეს აბალანსებდა სიტუაციას.

ინტერში ჯერჯერობით ასე არ ხდება, შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ შედეგის მიხედვით მსჯელობენ შენზე. მწვრთნელმა რამდენჯერმე შეცვალა სათამაშო სისტემა. სამპდორიაში 4-3-3 ტაქტიკით ვთამაშობდი და დიდი სათამაშო სივრცე მქონდა. არ ვარ ის ტიპი, რომელიც მთელი თამაში ელოდება, როდის მიიღებს ბურთს.

იუვენტუსი? ჩვენ მათ თვალებში ჩავხედავთ. არავითარი შიში. ჩვენ ვითამაშებთ ჩვენს თამაშს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოედანზე გასვლამდე წავაგებთ. ჩვენ გვაქვს კლასი და ამას უნდა დავუმატოთ თავდადება და გამბედაობა. ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც ცხრილის თავშია იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ნაკლებ შეცდომებს უშვებენ. ეჭვი მეპარება, რომ იუვეზე გავლენა მოეხდინოს ბაიერნთან დაპირისპირებას ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რადგან ისინი მიჩვეულები არიან კვირაში ორ ტურნირზე თამაშს.

ფეხბურთელი, რომელსაც, ჩემი ნება რომ იყოს, კვირის თამაშში გამოვაკლებდი გუნდს? ანდრეა ბარძალი.

სკუდეტო ახლა რთული მიზანია ჩვენთვის. ჩვენ უფრო რეალურ მიზანზე უნდა ვკონცენტრირდეთ, როგორიც მესამე ადგილია.”

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Atomic
Atomic
8 years ago

ერთი ოქრუაშვილმა ჩახედა მიშას და მეორე ამან )))

forza bianconeri
8 years ago

სიკვდილს თვალებში ჩავხედავ პონტია? :chuvak:

სვანი
სვანი
8 years ago

ჩაგვხედე და რამე ისეთი თუ შეამჩნიე რომ არ ესიამოვნა დედაშენს გვითხარი არ დაგვიმალო ფლიიიზ :lool: :chuvak:

LB19
LB19
8 years ago

Es tu intershi gadavida ki ar vicodi :lool:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x