#ForzaCalcio | ბენზემამ შესაძლოა რომასთან საპასუხო მატჩი გამოტოვოს
იუვეს შემდეგ მცირე დრო კალჩო სიახლეებსაც დავუთმობთ.. ჩემპიონთა ლიგაზე მეორე იტალიურ კლუბს ძალიან მცირე შანსი აქვს მომდენო ეტაპზე გასასვლელად.. პრინციპში ბერნაბეუზე სამ ბურთიანი ფორით გამარჯვება რეალის წინააღმდეგ პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა..
მცირედი შვება შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ სამეფო კლუბს შინაურ არენაზე კარიმ ბენზემას იმედი არ უნდა ჰქონდეს.
ფეხბურთელმა მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და როგორ სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, ფრანგი თავდამსხმელი 2-დან 3 კვირამდე მწვანე მინდორს ჩამოშორდება.
სპალეტის გუნდი სერია ა-ში ექვსი ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებით იწონებს თავს, თუმცა ოლიმპიკოზე ორ ბურთიანმა მარცხმა ესპანელთა წინააღმდეგ მათი 1/4 ფინალში გასვლა ბურუსით მოცული გახადა.
წყარო: football-italia
შევეცადე კორექტული ვყოფილიყავი და პირდაპირ არ დამეწერა რასაც ვფიქრობდი მაგათ ვითომ შანსებზე
ბურუსით მოცული? პარალელური სამყაროს არსებობა უფრო დადასტურდება ვიდრე რომა მეოთხედფინალში გავა
პარალელურ სამყაროში არ ვიცი რას გულისხმობთ… ისე კი იმქყვეყნიური ცხოვრება არსებობს ქრისტიანული რწმენიდან გამომდინარე. ეს რწმენის საკითხია
რა ფილოსოფიურ პასუხებს მცემ უბრალოდ ხუმრობა იყო რომას გასვლაზე იუვეს საიტია თეოლოგიური კი არა
შენი ან ვინმეს “ჭკუის სწავლება” კი არ მინდოდა. ბოდიში თუკი უადგილო კომენტარი დავურთე
უბრალოდ 2-ნაირად შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო.
მივხვდი რომ ჭკუის სწავლება არ გინდოდა არც ცუდად აღმიქვამს კომენტარი უბრალოდ ის დავწერე რო ხუმრობა იყო იმაზე რომ რომას არანაირი შანსი არ აქვს რა საჭიროა ბოდიში ყველაფერი კარგადაა არაფერი მწყენია