კიელინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს შეფასდება
ჯორჯო კიელინის დაბრუნება ხან მოკლე აღმოჩნდა..
ფეხბურთელმა პირველი ტაიმის დასრულებაც ვერ შეძლო და უკვე 35 წუთზე შეცვლა მოითხოვა.. თუმცა, როგორც იტალიური პრესის წარმომადგენლები იუწყებიან, მოთამაშეს კონსულტაცია ჰქონდა სამედიცინო შტაბთან გავლილი შესაძლო დისკომფორტის თაობაზე. მცველი ექიმებისგან ინფორმირებული იყო, რომ თუ ოდნავ მაინც გაურთულდებოდა მდგომარეობა მინდორი მომენტალურად დაეტოვებინა. ამიტომ ჯერჯერობით ტრავმის რეციდივზე საუბარი გაზვიადებულია და საქმე უფრო მეტად სიფრთხილესთან გვაქვს. დეტალური ინფორმაცია ჯორჯოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი..
წყარო: tuttojuve
იმედია სერიოზული არაფერი ჭირს