Mad Max:”ბაიერნს პრობლემებს შევუქმნით”
მასიმილიანო ალეგრის ძალიან კარგად ესმის შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე, თუმცა ტოსკანელი სპეციალისტი ცდილობს საკუთარ ფეხბურთელებს სრულად მოაშოროს ფსიქოლოგიური წნეხი..
“მოედანზე უნდა გავიდეთ ცივი გონებით და უბრალოდ ვითამაშოთ საკუთარი სიამოვნებისთვის. დარწმუნებული ვარ ქომაგი კარგ მატჩს იხილავს იუვეს შესრულებით, ხოლო მსაჯის სასტვენის შემდეგ ერთად ვიხილავთ რასაც მივაღწევთ.
დიბალა? მას კუნთთან დაკავშირებით აქვს პრობლემა და მერწმუნეთ, სეზონის დარჩენილ ნაწილს საფრთხის ქვეშ ვერ ჩავაგდებდით.. რეალურად არის იმის საშიშროება, რომ თუ პაულო გერმანელთა წინააღმდეგ დაზიანებას მიიღებდა, იგი გაცილებით დიდი პერიოდით ჩამოშორდებოდა გუნდს..
საბედნიეროდ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება მორატა, რომლის სათადარიგოთა სკამზე დატოვება ჩემთვის მეტად პრობლემატური იქნებოდა. მანჯუკიჩი? მის მდგომარეობას ხვალ შევაფასებ.. საერთოდ, სიმართლე გითხრათ ამ საღამოს ნაკლებად მგონია რომ დავიძინო..
ჩემპიონთა ლიგაზე როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სრულიად იტალიისთვის ვიბრძვით, რადგან კიდევ ერთი ადგილის მოპოვება, კალჩოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი გახდება..
ბაიერნი? ნაკლებად მგონია, რომ გერმანელები არ გვაფასებდნენ.. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე ასეთი რამ გაუგონარია.
ტრავმების გამო განწირულნი ვართ? ბევრჯერ მოვისმინე.. მაგრამ სისულელეა.. იუვენტუსი სწორი განწყობით გამოვა მოედანზე და პრობლემებს შეუქმნის ბუნდეს ლიგის მოქმედ ჩემპიონებს. პირველ შეხვედრაში ჩვენი მტკიცე ხასიათი ბრწყინვალედ წარმოჩინდა, როდესაც 0-2-დან გუნდმა ჩემპიონური სულისკვეთება გამოავლინა. ერთი რამ ცხადია.. ევროპა კალჩოსგან რადიალურად განსხვავდება..”
ვიცი რამდენად მძიმე ბრძოლა გველის მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ იუვე დგეს დიდ სიხარულს მოგვიტანს იუვეს ყველა ქომაგს მიდი იუვე
წიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიინ !!!
მეგობრებო იუვენტუსი უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია და ეს ყველამ იცით, ყოველთვის უჭირდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ფლეი-ოFებში იუვენტუსთან დაპირისპირება ყველა გუნდს, დიდებული კაპიტანი ჰყავს, დიდებული მწვრთნელი და ამასთანავე ფეხბურთელები ბრძოლისუნარიანები არიან…
ალიანს არენაზე თამაში ყველა გუნდს უჭირს, მაგრამ იმედი მაინც მაქვს ჩემი სინიორასი…
წარმატებას ვუსურვებ იუვეს და მის გულშემატკივარს
სიზმარში ვნახე 0:1 ჩვენ სასარგებლოდ. ბოზიშვილი ვიყო))) მაგრამ ის ერთი გოლი დიბალამ შეაგდო.
რას უნდა ნიშნავდეს ეს?
ალეგრი! დღეს უნდა აჩვენო ფაშისტ გერმანელებს რომ იტალია არაზდროს იყო ხელწამოსაკრავი არავისთვიიის!

ალეგრი სამუდამოდ !
შანსი არაა(
ერთი ჯადუსნური საღამო კი არა ლიგის მოგება იქნება უკვე არ მჯერა სახვა გუნდების აქიდან გასული იგებს ლიგას
გენიალური სპეციალისტია ძალიან დიდი იმედი მაქ !!!!!!

რატომღაც მინდა მაინც 3-5-2 ითამაშოს მიუხედავათ ჯორჯოს არყოფნისა.რუგანი მგონია კარგად ითამაშებს.მარა 4-4-2 იქნება სავარაუდოდ
აუ ალეგრი ხვალ თუ ბავარიას გამოაგდებთ გაღიარებ როგორც დღევანდელობის საუკეთესო ტაქტიკოსს
მე კი არა მთელი მსოფლიო გაღიარებს ამას წყალი არ გაუვა მიდი მაქს გვაჩუქე ერთი ჯადოსნური საღამო რა

მჯერა ჩემი გუნდის! მიდი მაქს!
მიდი მოვდივარ

რა ჩაიფიქრე მაქს? მიდი მიაწექი ბოლომდე