ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიყვარულის სევდიანი ისტორია..

იუვემ იმედები არ გამიცრუა.. სანამ გაღიზიანებული კომენტარის წერას დაიწყებდეთ, იმედი მაქვს ბოლომდე დამამთავრებინებთ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას.. დიდ დროს არ წაგართმევთ..

იმედების არ გაცრუებაში რა თქმა უნდა ჩვენს მიდგომას ვგულისხმობ.. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც კლუბი შეუძლებელი და თითქოს დასამარებული სიტუაციიდან ფეხზე დგება.. ფენიქსივით ვართ და ჩვენი განადგურება წარმოუდგენელია! გუშინდელი დღე ამისი ნათელი მაგალითია..

იუვეს ძალიან კარგი პროექტი აქვს, ბრწყინვალე ფეხბურთელები და რაც მთავარია ჯანსაღი განვითარების პრესპექტივა. დარწმუნებული ვარ უმოკლეს პერიოდში საკმაოდ კარგ პერიოდში შევალთ, სადაც თასებიც იქნება და რაც მთავარია ისეთი ფეხბურთი, როდესაც დირექტივებს მთელი 90 წუთის მანძილზე მხოლოდ შავ-თეთრი ძალა გასცემს!

გუშინ.. ვიომეთ, ვიბრძოლეთ და რაც მთავარია ტაქტიკურად გუარდიოლას 70 წუთი ვჯობნიდით.. ეს არ იყო გუნდი, რომელიც ყრუ დაცვაში დგას.. ეს იყო გუნდი, რომელიც ცივ-სისხლიანად მოქმედებდა, რომელსაც საკუთარი მიზანი ჰქონდა და მისთვის მიისწრაფვოდა.. რაც მთავარია მაღალი საშემსრულებლო დონით! ეჰ.. ბევრჯერ აღმომხდა თამაშის დროს.. კუადრადოს საოცარი ეპიზოდი.. შემდეგ მორატას მომენტები.. მეორეს მხრივ თითქოს დასამარებლად გამზადებული გუნდი, ტოლს კი არა საერთოდ მთელი პარამეტრებით სჯაბნიდა გერმანულ მანქანას მისი ესპანელი ტიკი-ტაკათი.

ბევრჯერ მოვისმინე გუშინ ალეგრის ლანძღვა.. ადამიანის, რომელმაც იუვე გამორჩეულ საფეხურზე აიყვანა.. გუშინდელ შეხვედრაში ნუ დაგავიწყდებათ როგორი საკადრო პრობლემებით გავედით.. თითოეულ ზონაში წამყვანი ფიგურა გვაკლდა.. დიბალას არ ყოფნა კიდევ სახუმარო არ არის.. არგენტინელი იუვეს საუკეთესო გოლეადორია და ნამდვილად შეეძლო გუშინ საკუთარი ამინდის შექმნა! ცვლილებები.. ამ მხრივ ალეგრი იყო საუკეთესო და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასეთად დარჩება.. ეს მის ძლიერ მხარეზე მეტყველებს.. მაქსი იდეალურად კითხულობს თამაშის სცენარს.. უბრალოდ.. ხდება ხოლმე.. მანჯუკიჩის გამოსვლა მოსალოდნელი იყო, რადგან მორატა აშკარად გადაიღალა, ხოლო როდესაც სკამზე “ცოფიანი ძაღლი” გიზის, ბუნებრივია ასეთ მძიმე წუთებში მისცემ მოედანზე ყოფნის საშუალებას.. ხედირას ჯანმრთელობის მდგომარეობა 90 წუთიან ფუფუნებას არ იძლევა.. სტურარო მისი დუბლიორია და გუშინ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომავალში გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.. უბრალოდ გუშინ მისი დღე არ იყო.. სამწუხაროდ.. რაც შეეხება პერეირა-კუადრადოს..კუადრადოს კილომეტრაჟს და შრომას თუ შევხედავთ ნათელი ხდება, რომ გარკვეული ცვლილება იყო საჭირო.. რიბერთან გაწამებული ბრძოლა საკუთარ ენერგიას მოითხოვს.

ძალიან მტკივა გული.. სურათებს რომ ვუყურებ თვალზე ცრემლი მადგება.. ეს სიყვარულიდან გამომდინარეა! და კიდევ ის განცდა, რომ ვიმსახურებდით და არ გაგვიმართლა.. მაგრამ მე მიყვარს იუვენტუსი, მისი გაბედულობის და შეუპოვრობის გამო! მათ თითოეულ მატჩში ეტყობათ, რომ არამარტო საკუთარი თავისთვის არამედ იმ მილიონობით ქომაგისთვის იბრძვიან, რომლებსაც გუშინ გული სევდით აევსოთ..

იუვე, მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

57 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Q A S R A
Q A S R A
8 years ago

სალამი იუვენტინოებო… ალბათ ოდნავ მაინც ჩაცხრა ყველაში გუშინდელი ვნებათაღელვა და ბოღმა… ზოგი ალეგრის აბრალებს, ზოგი ევრაო, მანძუკიჩიო, სტურაროო, არ უნდა ჩამჯდარიყო დაცვაშიო და ათასი რამ… აი ესაა ზუსტად, რაზეც ვიგინებოდი კონტეს დროს, როდესაც ,,ვითომ” სახლში ბენფიკას ვერ მოუგეს და გულშემატკივრებს სულში ჩაგვაფურთხეს და იცით რატომ??? # იუვენტუსი – ბენფიკა (1-2) მოგების შემთხვევაში იუვენტუსი, ევროპა ლიგის ფინალში გადის და ფინალს მის სტადიონზე ითამაშებს, მოგებაზე 1.55 აქვს კოეფიციენტი. ხოლო ფინალში გასვლაზე 5-7მლს გამოიმუშავებს და ფინალის მოგებაზე 10-12მლს, შესაბამისად იუვენტუსის ბიუჯეტი 22მმლთ გაიზრდება და ტიტულების კოლექციას ეუროპა ლიგის თასი მიემატება. ამ დროს რა ხდება ეგრედ წოდებულ ,,ტოტალიზატორებში’??? იგი იუვენტუსის მოგების შემთხვევაში აგებს 100-200მლს,… Read more »

forza bianconeri
8 years ago
Reply to  Q A S R A

არამგონია სიმართლე იყოს ჩაწყობილი თამაშების თეორია, მაგრამ მართლა ძალიან საინტერესოა საკითხია. თუ ნამდვილად შესვენებოსას გაყიდეს ეს თამაში მაშინ არც ისე ცუდია, რადგან ფინანსურად გავძლიერდებით :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Q A S R A

1
და აი კუადრადოს რომ გაეტანა ის მესამე სასწაული ბურთი რომ აიღო ნოიერმა იუვე 4-3 წააგებდა მეორე ტაიმში?! რაღაც მეეჭვება

ლადო18
ლადო18
8 years ago
Reply to  Q A S R A

გამარჯობა, საკმაოდ საინტერესო თეორიაა, მაგაზე მეც მიფიქრია, მაგრამ იცით ყველაზე საინტერესო რა არის? ვის “ეუბნებიან” არ მოიგოთ თამაშიო? ალეგრის? ბუფონს? თუ 11-ვე ფეხბურთელს? და ეს გრძელდება მთელი მათი კარიერის მანძილზე ისე, რომ ვერავინ (ხალხი) ვერასდოს ვერაფერს ვერ იგებს. არ “ბაზრდება”, რატომ? ფულს უხდიან თითოეულ ფეხბურთელს სიჩუმის სანაცვლოდ? მერე ფეხბურთელი როგორ “აპრავებს” ამ თანხას? მეც მიფიქრია მასეთ მაიმუნიბაზე კლუბების მხრიდან მაგრამ ვერ ვხდები რატომ არასადროს გაბაზრებულა :)

goga.juve.goga
goga.juve.goga
8 years ago

axla vuyure wynarad meorejer tamashs da rac chans ega ro. Ashkara golia ramodenimejer vnaxe
meoreda kuadrados momentze taimis bolos ubralod ukan ro patara daegorebia cariel karshi sheagorebda morata
meore taimshi moratas gamazuli ar iyo mcvelma gadarchina ashkara golisgan
morata vegar dadioda gasyvani iyo
magram rac davinaxe xediras gayvana iyo udidesi shecdoma da mis mere airia gundi da am gadsaxedidan chans ro aiklo kosta da komanma prta jobda daglili evra asamoati shecvala.ex juve juve ex.

lasha naxucrishvili
8 years ago

არ შეიძლება მწვრთნელისა და იუვეს გაკრიტიკება!
იუვეს 3 ძირითადის არ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთ თამაშებში მარა მაინც გაუქაჩეთ და ექსტრა ტაიმამდე მივედით, აი მერე მაგარი გადაიღალა გუნდი ვეღარ დარბოდნენ.

Ze-Juventina
Ze-Juventina
8 years ago

მეამაყება რომ სწორედ იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ! გუშინ ლამის მოვკვდი ნერვიულობით,დამატებით დროს საერთოდ ვერ ვუყურე, არ მიძინია და კიდევ დიდხანს ვერ დავივიწყებ ამ თამაშს :((( მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ გმირული მარცხის მერე მე კიდევ უფრო ძლიერ მიყვარს ჩემი გუნდი და თითოეული ფეხბურთელი ვინც გუშინდელ თამაშში ძალა არ დაიშურა… მჯერა ჩვენ დავბრუნდებით! Forza Juve! :forza:

forza bianconeri
8 years ago
Reply to  Ze-Juventina

:up: :forza:

vaxo turqadze
8 years ago

კარგით რა,ალეგრის რატომ აბრალებთ ვერ ვხვდები რა :blin: :blin: ,კაცმა ნამდვილი იუვე დაგვანახა ამ ორ სეზონში,ის იუვე რომლითაც შემიყვარდა ბავშვობიდან,უკვე 21 წელია !,ევრას გარღვევა რომ არ მოენდომებინა ახლა ალეგრის სიდიადეზე ილაპარაკებდით და არა მის შეცდომებზე…ახლა არ თქვათ ბებიაჩემს,რომ და ა.შ…ტურინში მსაჯების შეცდომები აშკარა იყო,არც გუშინდელ თამაშს უნდა უჩიოდნენ ბავარიელები მსაჯობის მხრივ(არჩათვლილი გოლი,პოგბაზე წესების დარღვევა,იგნორი და მესამე გაშვებული გოლი მაგ ეპიზოდიდან,ვერ დანახული თამაშგარეები და საკამათო სიტუაციებში სულ ბაიერნის სასარგებლოდ სტვენა,ასევე თამაშის წინ საკვანძო ფეხბურთელების დანაკლისი)ბევრი რომ და ბევრი ბაბუები გროვდებიან რაღაც :blin: :blin: ,ამით არ ვაკნინებ რა თქმა უნდა ბაიერნს,მაგრამ რაც იყო იმას გვერდს ვერ აუვლი…..

forza bianconeri
8 years ago
Reply to  vaxo turqadze

:up: :forza: ესაა ნამდვილი იუვე. შეადარეთ კონტეს და ალეგრის თამაში ბაიერნთან

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იუვე გული არ გაიტეხოთ თქვენთან ვართ ბალეჰიკები :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

juve amor
რეალისტი
8 years ago

პირველ თამაშში რომ სტურარო შემოიყვანა და გაათანაბრა ანგარიში ალეგრი ღმერთი იყო ფეხბურთის,ახლა რომ ვერ ითამაშა სტურარომ ბანძია და ფეხბურთის გაგებაში არაა, მაპატიეთ და ასეთ ხალხთან კამათს არ ვაპირებ

forza bianconeri
8 years ago

ალეგრის რატო აბრალებთ შეცვლებს მაგრად მაინტერესებს რა. საერთოდ არ გაეკეთებინა შეცვლა? მორატა ისე დაიღალა ბოლოს დადიოდა ტიპი. სტურარო წინა თამაშში კარგად შემოვიდა და გოლიც შეაგდო. ალეგრიმ რა იცოდა რომ დღეს ასე ცუდად ითამაშებდა სტეფანო. გუნდი ჩაჯდა ძალიან ცუდად დაცვაში, როცა ალეგრი პრესინგისკენ მოუწოდებდა.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გილოცავთ იუვეს ფანებო თქვენი გუნდის დაბრუნებას ევროპაში, ვაღიარებ არ მეგონა თუ ესეთი რთული თამაშI გვექნებოდა მარა მალადეც იუვეს მართლაც ღირსეულად ითამაშეს :) ძლიერი გუნდი გყავთ რომელიც ერთერთი ფავორიტია უკვე შემდეგი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის….. მიუხედავად ამისა ბაიერნი დამსახურებულად გავიდა მარა იუვეც რო გასულიყო ისიც დამსახურებული იქნებოდა :)))
ერთი კითხვა მაქვს კიდევ კომანზე რას იტყვით???? ჩემი აზრით აქვს პერსპექტივა გახდეს დიდი ფეხბურთელი

juve amor
რეალისტი
8 years ago
Reply to  Dutch

ხო სწორადაც იქაა მისია დგილი ყველა გუნდს გარემოს და ტაქტიკას ვერ მოერგება ფეხბურთელი მითუმეტეს 19 წლისა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კომანზე ვამბობდი ზუსტად რო ეგ შეგვიქმნიდა პრობლემებს და ზოგიერთმა რობენის ყოფნა არჩია,ფაქტიურად კომანმა მოიგო თამაში და იყო 4 ფაქტორი რაშიც ბაიერნს გაუმართლა,პირველი:გოლი რომელიც არ ჩათვალა მსაჯმა,არ იყო ეგ აფსაიდი და ნაღდი გოლი იყო,ხდებოდა 3-0 და დამთავრებული იყო ყველაფერი.მეორე:ძაან ბევრი მომენტი გაანიავეს იუვეს ფეხბურთელებმა და ეს არაფრით არ შეიძლება მეოთხედფინალში(ზუსტად მაგ ფაქტორმა გაგვიყვანა ჯგუფში მეორე ადგილზე,სევილიასთანაც იგივე ქნა მორატამ)მესამე:არასწორი შეცვლები,ფაქტიურად გუნდი შეცვლების მერე გაითიშა და მეოთხე:ფიზიკურად ვერ გაძლესბოლომდე.თუმცა პირველი ფაქტორი რომ არა დანარჩენ ფაქტორებს ძალა ეკარგებოდა.გილოცავთ ბაიერნის ფანებს გამარჯვებას

G10
G10
8 years ago

ალეგრის შეცდომა იყო 6 მცველზე გადასვლა და ევრას ცენტრში გადაყვანა

Lb19
Lb19
8 years ago

Gushin morata da lixshta iyvnen sauketesoebi. Lixshtainerma daamtkica ro imsaxurebs jerjerobit sastavs da sheidzleba magis imedze yopna

Lb19
Lb19
8 years ago

Rac sheexeba ligas,100% darwmunebuli var rom jiji ligis gareshe ar wava

juveboy-leo
8 years ago

baiernis am dacvas kide wamomidgenia barselona ras uzavs. . .

Lb19
Lb19
8 years ago

Raime pozitiuri dadet rom nelnela daviwyebas mieces es wageba :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დაივით საღოლ რო ამ თამაჰის მრე გაქ იმის თავი ასეთი სტატია დადო იუვე მეც მიყვარს და მაქ მომავლის იმედი ერთი წუთიც კი არ მიფიქრია სავა გუნდის ბალეჰიკობაზე მე მიყვარს იუვე და იუვეს ლეგენდები დელპიერო ნედვედი ბოფონი ტრეზეგე და მოკლედ ბევრი მე არ ვბალეჰიკობ სახელებს მესის და რონადუს მე ვბალეჰიკობ ჩემ საყვარელ უძლიერს გუნდს და ვიცი მომავალჰი გაგვახარებს წელს კი მოვიგოთ ისევე სკუდეტო და თასი რავი დიდად არ მადარდებს მარა თუ იქნება იყოს ესეც ტიულია არაფერია ცხოვრება გრძელდება ტიტულების მოგების ჰანსი კიდე ბევრი გვექნება მათ ჰორის ლიგის თასის იუვე ცოცხალი საიტი ცოცხალი ბალეჰიკები კი ისევ ვემზადებით ახალი ომებისთვის წარმატებები იუვე და… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Forcaaa <3 madloba unda gauxadoot bichebs aseti matchistvis .dzneli satamashoa bayerntan alians arenaze tamashii magram chven gamogvivida 60 wutii . Alegrim yvelaperii gaaketaa imistvis ro gamarjvebas migvegwia da dasapasebeliaaa nagdad . Magram rashic ver vamartleb aris zamenebis ganxorcieleba , ratqmaunda alegris me verapers ver vaswavli magram gushin yvelam davinaxet moratas tamashii!!!! Rasac qvia bayerniii atriaaa da rodesac xedav aset tamashs axalgazrdadan unda mice shansi 90 wuti darchees moedanzeee !!!

beshkenn
beshkenn
8 years ago

alegri gavs lippis magram lippis iuventusi iyo gundi romlis eshinoda yvelas mtel msoflioshi 2006 wlis ambebis da dadzirvis mere es xalxs agar axsovs , imedia daabrunebs es italia im didebas forza ragazzi !!!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Isev msajma gagvwira moratas golo unda chatvliliyo da alegri kargi mwvrtnelia ligis pinali supertasi skudeto da welsac skudetos da italiis tasze tamashobs meti raga ginda tan arc use Kai sastavi yavda me Tu mkitxav maximus aketebs

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Aravis brali ara ubralot igbalma gvaqcia zurgi. Alegris brali seviliastan wageba iyo.

vaxo turqadze
8 years ago

ცუდად ვარ,ვერაფერს ვერ ვწერ :cry: :cry: :cry:

doLLa
doLLa
8 years ago

:forza: 70 წუთი მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი,მადლობა ამისთვის იუვეს!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

mec miyvarxar juveeeee <3

ნიკა
ნიკა
8 years ago

Mეც ვერ ვინელებ მაგრამ ხო გადავახიეტ ბურტი გვარდიოლას

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
8 years ago

ალეგრი არ არის ექსტრა კლასის მწვრთნელი,უფრო მეორე ეშელონის გუნდია,იუვე საუკეთესო 5 გუნდში შედის ევროპის ამიტომ უკეთესს იმსახურებს

juveboy-leo
8 years ago

argirs imis amochemeba evras brali iyo sxvisi . . .evram bevri kargic aketa… ubralod arunda chamjdariyvnen mase adre ra
ai bavariadan ki kostas tamashs gamovarchev araamqveyniuria tipi

juveboy-leo
8 years ago
Reply to  juveboy-leo

imena ver gaacheres ra rasac qvia dafrinavs,erti ver daufares rac magan gaamwvava da burtebi awoda…

| Newsphere by AF themes.
57
0
Would love your thoughts, please comment.x