ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიყვარულის სევდიანი ისტორია..

იუვემ იმედები არ გამიცრუა.. სანამ გაღიზიანებული კომენტარის წერას დაიწყებდეთ, იმედი მაქვს ბოლომდე დამამთავრებინებთ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას.. დიდ დროს არ წაგართმევთ..

იმედების არ გაცრუებაში რა თქმა უნდა ჩვენს მიდგომას ვგულისხმობ.. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც კლუბი შეუძლებელი და თითქოს დასამარებული სიტუაციიდან ფეხზე დგება.. ფენიქსივით ვართ და ჩვენი განადგურება წარმოუდგენელია! გუშინდელი დღე ამისი ნათელი მაგალითია..

იუვეს ძალიან კარგი პროექტი აქვს, ბრწყინვალე ფეხბურთელები და რაც მთავარია ჯანსაღი განვითარების პრესპექტივა. დარწმუნებული ვარ უმოკლეს პერიოდში საკმაოდ კარგ პერიოდში შევალთ, სადაც თასებიც იქნება და რაც მთავარია ისეთი ფეხბურთი, როდესაც დირექტივებს მთელი 90 წუთის მანძილზე მხოლოდ შავ-თეთრი ძალა გასცემს!

გუშინ.. ვიომეთ, ვიბრძოლეთ და რაც მთავარია ტაქტიკურად გუარდიოლას 70 წუთი ვჯობნიდით.. ეს არ იყო გუნდი, რომელიც ყრუ დაცვაში დგას.. ეს იყო გუნდი, რომელიც ცივ-სისხლიანად მოქმედებდა, რომელსაც საკუთარი მიზანი ჰქონდა და მისთვის მიისწრაფვოდა.. რაც მთავარია მაღალი საშემსრულებლო დონით! ეჰ.. ბევრჯერ აღმომხდა თამაშის დროს.. კუადრადოს საოცარი ეპიზოდი.. შემდეგ მორატას მომენტები.. მეორეს მხრივ თითქოს დასამარებლად გამზადებული გუნდი, ტოლს კი არა საერთოდ მთელი პარამეტრებით სჯაბნიდა გერმანულ მანქანას მისი ესპანელი ტიკი-ტაკათი.

ბევრჯერ მოვისმინე გუშინ ალეგრის ლანძღვა.. ადამიანის, რომელმაც იუვე გამორჩეულ საფეხურზე აიყვანა.. გუშინდელ შეხვედრაში ნუ დაგავიწყდებათ როგორი საკადრო პრობლემებით გავედით.. თითოეულ ზონაში წამყვანი ფიგურა გვაკლდა.. დიბალას არ ყოფნა კიდევ სახუმარო არ არის.. არგენტინელი იუვეს საუკეთესო გოლეადორია და ნამდვილად შეეძლო გუშინ საკუთარი ამინდის შექმნა! ცვლილებები.. ამ მხრივ ალეგრი იყო საუკეთესო და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასეთად დარჩება.. ეს მის ძლიერ მხარეზე მეტყველებს.. მაქსი იდეალურად კითხულობს თამაშის სცენარს.. უბრალოდ.. ხდება ხოლმე.. მანჯუკიჩის გამოსვლა მოსალოდნელი იყო, რადგან მორატა აშკარად გადაიღალა, ხოლო როდესაც სკამზე “ცოფიანი ძაღლი” გიზის, ბუნებრივია ასეთ მძიმე წუთებში მისცემ მოედანზე ყოფნის საშუალებას.. ხედირას ჯანმრთელობის მდგომარეობა 90 წუთიან ფუფუნებას არ იძლევა.. სტურარო მისი დუბლიორია და გუშინ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომავალში გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.. უბრალოდ გუშინ მისი დღე არ იყო.. სამწუხაროდ.. რაც შეეხება პერეირა-კუადრადოს..კუადრადოს კილომეტრაჟს და შრომას თუ შევხედავთ ნათელი ხდება, რომ გარკვეული ცვლილება იყო საჭირო.. რიბერთან გაწამებული ბრძოლა საკუთარ ენერგიას მოითხოვს.

ძალიან მტკივა გული.. სურათებს რომ ვუყურებ თვალზე ცრემლი მადგება.. ეს სიყვარულიდან გამომდინარეა! და კიდევ ის განცდა, რომ ვიმსახურებდით და არ გაგვიმართლა.. მაგრამ მე მიყვარს იუვენტუსი, მისი გაბედულობის და შეუპოვრობის გამო! მათ თითოეულ მატჩში ეტყობათ, რომ არამარტო საკუთარი თავისთვის არამედ იმ მილიონობით ქომაგისთვის იბრძვიან, რომლებსაც გუშინ გული სევდით აევსოთ..

იუვე, მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

57 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio gujabidze
8 years ago

ალეგრის ვინმე არ შეეხოს!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Sagol magari statiaa :forza: :forza: :forza: :forza: RAC mtavaria ibrdzoles, ar gagvimartla cota dagvaklda magram araushavs, alegri magari taqtikosia dzaan, prosta komanze mwydeba guli ro gavushvit :forza: :forza: :forza:

soni 10
8 years ago

Buffonze rogor vityvi magis brali iyotqo gamoricxulia mara dagviberda dagviberda lomi.bonuchisac sad gaeqca ra levandovski to.buffonis gamosvlac sheidzleboda.rac maocebda meore sartulze dzaan sustebi iyvnen erti ver moiges ra.bolos kide lixshtaineri zus pas vegar aketebda iseti daglili iyo.shemosulebs unda etamashat da damatebiti dro ar gaxdeboda sachiro mara… Bavariidan kide shemosulebma iqoniss gavlena tamash ze. Evra kargad umklavdeboda tavidan mara maseti gamocdils maseti ram ar ubda emartebodes ra gaaketa to 100 procentiani unda moeshorebina burti 2 azri araa ro waego ra 2 wamshi mainc dakargavda ras shveboda to karoche gaushvan shemdeg wel agar unda iyos gundshi ra.sturaros ro gaeketebina kide xo mara… Read more »

soni 10
8 years ago

Gushindel tamashze gadachrit ver vitqvi me piradat mashin meored unda vuyuro da nagrad arminda.erti vici ro alegri dzaan magari da dzlieri wvrtnelia dzaan taqtikurad dzaan dzlieria erterti yvelaze dzlieri etyoba kidec magis qmedebashi.is ro sxva gza ar qonda da magitom itamasha mag taqtikit daiviwyet araa mase braci.mag resursid ukve sheudzlebeli gaaketa jer turinshi da mere miunxenshi masea mase bevri wers aq ro alegrim waagovo to ranairad mitxarit? Uigbloa juve ar umartlebs(rogorc me) cota gamartleba chirdeboda ra egeti gundia ra jer ro gadaxedo magis pinalebs iqidanac mixvebi.tramvebi xo vapshe.imas ro idzaxit alegris bralia to imas rato ar itvaliswinebt ro tavadsxmashi gundis… Read more »

giorgi
giorgi
8 years ago

Khediras shecvla chemi azrit iman ganapiroba ro yviteli baarati qonda da alegrim ifiqra ro dachrdes chachexva ver chachexavs vinmeso an brdzolis dros ro mouxvdes vinmeze zudat gaagdebdda msaji,tore aramgonia ise sheecvala sturaroti magrad uberavda khedo,tan sturaoze fiqrobda albat wina matschi kargad itamasha da axlac ar daagalatebs gundso,saxvas ver vxvdebi rato shecvlida,nu sxvasac qonda yvitlebi magram iset adgilze iyo khedira ro iq undoda magari brdzola zustad centrshi

8 years ago
Reply to  giorgi

ყვითელი თითქმის ყველას ქონდა და მათ შორის ბონისაც, ლიხშტასაც, კვადრადოსაც, ასე რომ ხედირას გაყვანის მიზეზი ეგ არ იყო მხოლოდ. 10 წუთი გაძლებდა კიდე, მეტსაც

BESO BARAMIA
8 years ago

ვერ დავეთანხმები ავტორს!! გუშინ იუვემ მოიგო-წააგო ალეგრიმ!! სამი ხედირას შეეძლო კიდევ თუნდაც 10 წუთი ეთამაშა, მისი ნაადრევი გამოცვლა შეცდომა იყო!! ტრავმამოუშუშებელი მანჯუკიჩის გამოყვანას არ შეეძლო ძაძას გამოეყვანა?? შეეძლო -ეს მეორე შეცდომა. დროზე ადრე დაიწყო თამაშიც ჩაკეტვა-ეს მესამე შეცდომა. ნახევარდაცვაში შესაძლო იყო ლემინას გამოყენებაც,(ეგ ისე…) მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ისევ გასაგრძელებელი იყო მხოლოდ 15 წუთი-აგრესიული პრესინგი-ესეც მეოთხე შეცდომა—-და არის ამის შემდეგ ალეგრის ფასი?? თუ გვინდა გუნდმა გააგრძელოს პროგრესირება-დროზე ეს ადამიანი მოსაშორებელი არის გუნდიდან.

ეს ჩემი მოსაზრებაა და არავის ვახვევ თავზე!!

ფაქტი კი ჯიუტია-ამ ადამიანს არა აქვს იუვესთვის საჭირო სათანადო რესურსი!!

მარად და ყველგან ფორცაა იუვეე!! :juvee: :juvee:

8 years ago
Reply to  BESO BARAMIA

მოშორებაზე შეიძლება საკამათო იყოს (იმიტომ რომ უკეთესი ვინ მოვა არ ვიცით), მაგრამ გუშინ, რომ ალეგრიმ წააგო თამაში ნაადრევი ცვლილებების და დროზე ადრე უკან დახევის გამო, ეგ 100% მართალია.
:forza:

soni 10
8 years ago

Me piradad ra rac azze movedi da pegburtit davinteresdi daaxloebit albat ase 9-10 wlis viyavi da ertert tamashs vuyurebdi romelsac ase tu ise agviqvavdi da vapasebdi chemi azrit erti milani iyo meore ar maxsovs magtamashi imdenat momxibla maldinma ro magdgis mere milans vqomagobdi maldinis gamo sheidzleba itqvas avirchie mere mcveloba chems pegburtshi iqonia maganac gavlena mere milani-juves tamashs vuyure ertxelac maldinis gamoc da milanic momwonda mara bavshur asakshi vbaleshikobdi barsas ronalinshio chemtvis sauketesoa erterti.mere juves tamashit ise movixible ro im erti tamashidan da magis shemdeg juves vqomagob aravitaei milani tumca milanic sauketesoa tavisi legendebit.mere momxibla delpierom buffonma da juves tamashebma… Read more »

8 years ago

ნუ ალეგრიმ რაც გააკეთა ამას არავინ უკარგავს ზოგადად, მაგრამ გუშინ ალეგრიმ წააგო თამაში, დროზე ადრე დაცვაში ჩადგიომით და ნაადრევი ზამენებით. დროზე ადრე დაიწყო ფიქრი მეოთხეფინალზე და ხალხის დასვენებაზე, ხედირა არ იყო გასაყვანი, მინიმუმ კიდე 10 წუთი ითამაშებდა, რაც შეეხება მორატას გაყვანას, ეს იყო სრული სისულელე, ტერორში ყავდა კაცს მთელი ბავარია და მანძუკიჩი (რომლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ზოგადად) გამოიყვაბა მცველად ფაქტიურად და არა შესატევად. და თუ ეგ უნდოდა, ასამოაც მოჟნა იყო… მოკლედ ცვლილებები 65-ე წუთიდან კიარა მე-80 წუთიდან უნდა დაეწყო. რაც შეეხება საწყის ტაქტიკას, მოდი ისიც ვაღიაროთ ეს იძულებითი ტაქტიკა იყო ტრავმების გამო და არა ალეგრის ფილოსოფია. იქნებოდა დიბალა რომ არა… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წვინტლიანი კომანი რამ გაამწარა ესე. სცემდნენ ტურინში?)) ვიდალი საბოლოოდ შემზიზღდა გუშინ ტიპი რეებს კადრულობს იმ გუნდთან, რომელმაც ყველაფერი მისცა რასაც წარმოადგენს… რაც შეეხება თამაშს. ეს იყო ბოლო 15 წუთში არ გამართლება! მე ბოლო დროინდელ ბაიერნთან, ნებისმიერ გუნდს გასვლაზე ესე უშანსოდ ყოლოდეს ბაიერნი, პოტენციურად ბარსას გარდა ალბათ არავის არ ძალუძს. რა თქმა უნდა შეცდომებს მოყვა გაშვებული გოლები, მარა მთლიანობაში მაინც ვამაყობ და თან გული მტკივა. ამხელა უპირატესობა არ უნდა გაგვენიავებინა. ძაან დასანანია. ეს იქნებოდა ფსიქოლოგიურადაც უდიდესი გამარჯვება. ამის მერე ნებისმიერთან ჩვენ ვიქნებოდით ფავორიტები და კიდევ 1 ფინალი საკმაოდ ადვილი წარმოსადგენი იქნებოდა.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ბიჭებო მე ბაიერნის ფანივარ მაგრამ შემეცოდა ჯიჯი არაუშავს შემდეგ სეზონში გექნებათ კიდევ შანსი

snuff-juve
8 years ago

ალეგრის ბრალი არაა ყველა ცვლილება ლოგიკური იყო(აი პერეირაზე ცოტა მეეჭვება იმიტორო წელს ვერაფერს აკეთებს ვაბშე.10 კაცით არი გუნდი თუ მე-11 პერეირაა ერთი და იგივეა )დანარჩენებს რაც შეეხება იმიტო შეცვალა ხედირა რო ესეიგი დაიღალა თორე კარგი თამაში ჩაატარა და რო შეძლებოდა გაგრძელება თამაშის სტურაროთი რატო ჩაანაცვლებდა?მორატა საუკეტესო იყო მაგრამ 70 წუთი მარტო იბრძოდა წინ ბავარიის მცველებთან და რთული იყო გაგრძელება შემოიყვანა მანჯუ რომელსაც უნდა დაეჭირა მაღალი ბურთები და მცველების დახმარების მხრივ უკეტესია ალვაროზე.წინა თამაშში თუ გაამართლა ჩვენმა ზამენებმა გუშინ ბავარიის ზამენებმა გაამართლეს.ამ მხრივ ალეგრის ბრალი არაფერია პირიქით ისეთი ტაქტიკით დაიწყო მე არ მოველოდი პირადად და ტქვენც ნახეთ შედეგი უბრალოდ ბოლოს არ… Read more »

soni 10
8 years ago

Ra davwero ar vici namdvilad rogor gadmovce emociebi minimum1-2 wigni unda mqondes dawerili ro komentarit emocia gadmovce shokshi viyavi namdvilat.erti minda avgnishno ro komentarebs gadavavle tvali da madloba minda vutxra I’m xalxs vin gushin tavisi azri daapiqsires bavariis gulshematkivrebma ra etyobodat ro ar iyvnen rogor vtqva bavshvebi ra martivad ro vtqva ase ubralod ki wavawydi ert vigac pitalas komentarsmara egec chveulebrivi ambavia ar gamoileva maseti xalxi komenentarebshi ki ara realurad aketeben maset saqciel ubralod ar sheidzleba ra sxvisi sheurawyopa umizezod arapris gamo rato ristvis risgamo vinxar icnob gicnobs ra gemateba magit karoche ra….. Tundac is italiuri klubebis egrewodebuli (faanebi) ro… Read more »

პლატინოო
პლატინოო
8 years ago

შტურარომ ბოდიში და ჩაიჯვა გუშინ ხედირა უბრალდ გადაიგალა თორე ეგ რ ყოფილიყო რავ არ მოიშლებოდა ეგრე ძან ცენტრი

Delpieronedved
Delpieronedved
8 years ago

Cmontes dedac alegri geniosia

მგელ პიერო
მგელ პიერო
8 years ago

ალეგრის კონტეც კი ვერ დააბრალებს გუშინდელ წაგებას. დაცვაში კი არ ჩავდექით ჩაგვაყენა ბაიერნმა. რადგან სტურარომ და პერეირამ ვერ გააკეთეს ვერაფერი. სამწუხაროდ სკამი არ გვაქ

Vega
8 years ago

არ იყო ზამენის საჭიროება წუხელ. ზამენები რო დაეწყო 80 წუთის შემდეგ კარგი იქნებოდა.

Samtrediel90
8 years ago

რატო მანამდე ვერ ჩაგვაყენა?

გიო
გიო
8 years ago

ამეტირა გუშინ ფუუ ამის :juvee: :juvee: :juvee:

Samtrediel90
8 years ago

მოკლედ რა დავწერო აღარ ვიცი ძალიან დასანანი თამაში წავაგეთ,მოგებული თამაში შემოვატრიალებინეთ ბაიერნს და ზუსტად რო ალეგრის ვაბრალებ… რამდენადაც კარგად დაიწყო იიმდენად ცუდად გააგრძელა და დაასრულა… ერთი შეცდომა ის იყო რო ტაქტიკა შეცვალა და დაცვაში ჩასვა გუნდი 11 კაცით… რატო გადადიხარ სხვა ტაქტიკაზე როცა კარგად მიდის ყველაფერი და ყველაფერს აკონტროლებ? რატო უჯდები დაცვაში ბაიერნს? პირველი თამაშის მერე დავიჯერო ვერ მიხვდა რო არ შეილებოდა ეგრე? და ევრა რო შეტენა ცენტრში,საიდან მოიგონა არ ვიცი მარა დარწმუნებული ვარ მეტჯერ აღარ იზამს იგივეს მეორე ის რო მორატა გაიყვანა,კაცი ფრინავდა ყველაფერი გამოსდიოდა მანდრაჟში ყავდა მთელი დაცვა,რის გამოც ვეღარ ბედავდა ბავარია დიდი ძალებით წინ წასვლას,ამან კიდე ადგა… Read more »

forza bianconeri
8 years ago
Reply to  Samtrediel90

იმედია გუნდს და მაქსს კარგად განავითარებს ეს მარცხი, მითუმეტეს 2019 წლამდე ჩვენთან უნდა იყოს ალეგრიშე :forza: Millennium stadium 2017 :forza:

Samtrediel90
8 years ago

იმედია
1-2 კაი ტრანსფერიც გვინდა ოღონდ :chuvak:

| Newsphere by AF themes.
57
0
Would love your thoughts, please comment.x