ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “პალერმოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.სარდინიელმა სპეციალისტმა საკუთარ შეგირდებს ყურადღებისკენ მოუწოდა და ხვალინდელი დაპირისპირების შემადგენლობაზე ისაუბრა : “ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი არ ღირს, ჯგუფურ ეტაპზე გვქონდა დრო სიტუაციის გამოსასწორებლად, ორმატჩიან დაპირისპირებაში კი შესაძლოა ყველაფერი ერთმა კონკრეტულმა მომენტმა გადაწყვიტოს.”

“დიბალა ? – დიახ, იგი განაცხადშია, თუმცა მატჩის წინ მისი ფიზიკური მდგომარეობა უნდა შევაფასო.ძაძა დისკვალიფიცირებულია, ამიტომ რთულია შეარჩიო, ვინ დაიწყოს შეხვედრა და ვინ შემოვიდეს შეცვლაზე.შანსები ? – მატჩი 0-0 იწყება, ამიტომ ყურადღება წამითაც არ უნდა მოვადუნოთ.ნაპოლი ბოლო ტურამდე იბრძოლებს და მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვეწიონ.პალერმოს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ისინი სერია ა – ში დასარჩენად იბრძვიან და არაფერს დათმობენ.”

“თითოეული შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, ბარსელონას მაგალითი აიღეთ, ერთი კვირის წინ ისინი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტებად იყვნენ აღიარებულნი, დღეს კი ქულათა სხვაობა მხოლოდ სამამდეა დაყვანილი, ატლეტიკომ კი ისინი ლიგიდან გამოაგდო.სანამ მათემატიკურად ჩვენი ჩემპიონობა არ დამტკიცდება, მანამ უნდა ვიბრძოლოთ, ბოლო 22 თამაშიდან 21 მოვიგეთ, ეს არაფერს წყვეტს, სანამ სკუდეტო ჩვენი არ გახდება.”

“შემადგენლობა ? – იმდენად ძლიერი გუნდი მყავს, ხშირ შემთხვევაში მიჭირს თერთმეტეულის არჩევა, მყავს ახალგაზრდა და ენერგიული მოთამაშეები, დიბალას, სანდროს, პოგბას, სტურაროს, მორატას, რუგანისა და ლემინას სახით, ისინი ნებისმიერ წამს მზად არიან მოედანზე გამოსასვლელად.მორატას მომავალი ? – ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ალვარო არასდროს არსად წავიდოდა, რეალს თავისი უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ ესპანელის გაშვება არ გვსურს, ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება.პოგბა ? – იგი ექსტრაორდინალური და უდავოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა, პოლს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა და ვფიქრობ, ძალიან მალე უდიდესი ფეხბურთელი გახდება.იგუაინის დისკვალიფიკაცია ? -ბიჭებსაც ვუთხარი, რომ არ გაამახვილონ ყურადღება რა ხდება გარშემო, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უახლოესი ექვსი დაპირისპირებაა, იუვეს მიზანი სკუდეტოსა და იტალიის თასის ფინალია, სხვა გუნდებზე საუბარი ჩვენი საქმე არაა.”

“ახალი კონტრაქტი ? – უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი გვაქვს, სეზონის დასასრულია.მომავალი მარტივად გადაწყდება, მაგიდასთან დასხდომით.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Sano
8 years ago

პლიუს 9-ს სუნი დადგააააააააა

gabriel_10
8 years ago

დასტოინი მწვრთნელი ხარ> ეგრე გააგძელე :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგი ხარ ალეგრი

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x