ხედირამ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა
ტურინის “იუვენტუსმა” გაურკვეველი ვადით სამი ხედირა დაკარგა.გერმანელმა ნახევარმცველმა მარცხენა ფეხის კუნთის ტკივილების გამო დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა და ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება იგი მოედანს.ბიანკონერებმა სკუდეტო უკვე მოიგეს და შესაბამისად, უახლოეს თამაშებში ხედირას დანაკლისი დიდად საშიში არაა, თუმცა მასიმილიანო ალეგრის იმედი აქვს, რომ ნახევარმცველი გამოჯანმრთელებას იტალიის თასის ფინალისთვის მოასწრებს, რომელიც 21 მაისს გაიმართება.
დაითხოვეთ ფიზიკური მომზადბის მწვრთნელი და მისი შტაბი. რა უბედურებაა ეს.
Alegris klubshi kunti yoveltvis problemaa da xedos midrekilebas xo saertod RAa