მაროტა:”რეალს მხოლოდ მორატას თაობაზე შევხვდებით”
ჯუზეპე მაროტას ჟურნალისტებთან გარკვეულ კითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა:“მორატასთან დაკავშირებით სიახლე არაფერი მაქვს.. მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადებიან და სატრანსფერო საქმიანობისთვის ჯერ არ ცხელათ. პრესაში ხშირად მესმის თითქოს ისკოს საკითხს განვიხილავდეთ, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. პერესთან მხოლოდ მორატას ხელშეკრულებას განვიხილავთ. გარკვეული ხნის წინ ტურინი გამორჩეული ფეხბურთელებისთვის დიდად მიმზიდველი ადგილი ნამდვილად არ ყოფილა.. ამას თავისი რიგი მიზეზები აქვს.. დღეისათვის სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და როდესაც მესმის თუ როგორ გვიკავშირებენ სანჩეს და კავანის სიამაყის გრძნობა მეუფლება. ახალი კონტრაქტი ბარძალისთან? ინფორმაციას მალე გამოვაქვეყნებთ”.
მაროტამ ტექნიკურად თქვა ისკოზე ნუ ფიქრობთო
ხოო :D ისკო გამორიცხეთო