ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri : სტურარო : “დებიუტით კმაყოფილი ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სტეფანო სტურარომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, ფინეთის წინააღმდეგ.23 წლის მოთამაშე ჩატარებული პირველი თამაშით კმაყოფილია და საკუთარი გუნდის სჯერა : “ბედნიერი ვარ, გუნდმა მოიგო და ეს ყველაზე მთავარია, რაც შეეხება დებიუტს, ვფიქრობ, მშვენიერი გამოვიდა.მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელს, რომელმაც საბოლოო სიაში შემიყვანა, ვარჯიშებზე ასი პროცენტით ვიხარჯები და ნებისმიერ დროს მზად ვარ, მინდორზე თანაგუნდელებს დავეხმარო.შოტლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით ფიზიკურად უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით, ტურნირის დაწყებამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო და იმედია, სასურველ კონდიციამდე მივალთ.შედეგზე წინასწარ საუბარი ნაკრებში არ არის, ვეცდებით მაქსიმუმ შორს გავიდეთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ჩემპიონობა მარტო

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x