#ForzaAzzurri:”ბონუჩი და კიელინი საკუთარი გუნდის ძლიერ მხარეზე საუბრობენ”
“არის თუ არა ჩვენი ტრიო უკანახაზელთა შორის საუკეთესო? ანალიზის გასაკეთებლად მე ნამდვილად არ გამოვდგები.. უმჯობესია თუ შეფასებას სხვა გააკეთებს.. თუმცა, ფორვარდების თამაში განსაკუთრებულად გამოსაყოფია, რადგან როგორც კონტე ამბობს თავდამხსმელები არიან პირველი ფრონტის მოთამაშეები, რომლებმაც საკუთარი კარის უსაფთხოებაზე უნდა იფიქრონ.. აპლოდისმენტებს იმსახურებს ორი “ბულდოგიც”.. კიელინი და ბარძალი საუკეთესო თვისებებით არიან დაჯილდოებულნი.. ჩემი როლი? როდესაც მათ დახმარება ჭირდებათ ლეო მუდამ მზად არის თანაგუნდელი დააზღვიოს”- განაცხადა იუვეს 19 ნომერმა..
შემდგომ ჟურნალისტებს ჯორჯო კიელინი გაესაუბრა:
“იმედი მაქვს ჩვენი გამოცდილებით ახალბედებს დახმარებას გავუწევთ, როგორც მინდორზე ასევე მის მიღმაც.. ვფიქრობ, მათთვის ვინც პირველ ან თუნდაც მეორე დიდ ფორუმს ატარებს გამოცდილების ჩვენგან გაზიარება ურიგო არ იქნება. მართალია საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩების გარკვეული რაოდენობა ჩაატარეს, მაგრამ 13 ივნისიდან ყველაფერი შეიცვლება და თითოეული წუთიც კი გადამწყვეტი გახდება..
ნუ გამიგებთ ისე თითქოს ყველაფერი გამოცდილ ფეხბურთელეზე იქნება დამოკიდებული.. დიახ, რიგ ეპიზოდებში ვეტერანები დახმარების ხელს გავუწვდით თანაგუნდელებს, მაგრამ ახალგაზრდები დამატებით ენთუზიაზმს და ენერგიას გვმატებენ, რაც ბუნებრივია ფრიად მნიშვნელოვანი ასპექტია. ტაქტიკა? როდესაც მე, ბარძალი და ბონუჩი კარგ ფორმაში ვიმყოფებით კარგი იქნება თუ ყველას მოგვეცემა თამაშის საშუალება.. მეორეს მხრივ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ 4 კაციან სისტემაშიც შეგვიძლია საიმედო ასპარეზობა.
ორი აზრი არაა რომ დაცვის ხაზი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა დღევანდელი ნაკრების, მაგრამ საერთო ჯამში გუნდში არსებული მდგომარეობა ოპტიმისტურ განწყობაზე გვამყოფებს. ერთ მუშტად შეკრულ კოლექტივს დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია”.
დაცვა ტოპ კლასიაააა
Chveni ania uechveli qartuli tavi da cxviri ra etyoba italielis amas
daje tvalebic qartuli aqvs))) ro etyoba ketili roa imena qartlelia 
Kaci legenda simpatiurobitac ro gamoircheva(menteshashvili
)
ა :დ ნუ მანჩესტერის სტილში მყოფი ტრანსფერია ))

გადავამოწმე და ბაილი ყოფილა მისი გვარი
ბეილიში ვინ არის? სამეფო კარის თამაშებიდან ვიცი ბეილიში ბორდელის მეპატრონე
გუნდი ტრანსფერი – მანჩესტერ იუნაიტედი
ბეილიში 38 ლიმონი გადაიხადეს
ისეთ სასაცილო ფასებს იხდიან, პოგბაზე თუ გაა*რაკეს 200-ზე ნაკლებად არ უნდა გავატანოთ
ლეგენდები
