ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალია 1/8 ფინალში ხორვატიას ან ჩეხეთს შეხვდება

მას შემდეგ, რაც ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდია 3-0 გაანადგურა, იტალია საკუთარი ჯგუფის პირველადგილოსანი გახდა, უკვე ოფიციალურად.ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთნაირი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება და იტალიამ ბოლო ტურში რომც წააგოს, ბელგიამ კი შვედებს მოუგოს, ორივე გუნდს 6-6 ქულა დაუგროვდება და პირველ ადგილზე მაინც სკუადრა აძურა გავა, აი, ვინ დაიკავებს მეორე და მესამე ადგილებს კი ჯერაც საკითხავია.

ჯგუფიდან კონტეს გუნდი გავიდა, რა მოხდება 1/8 ფინალებში : წესდების თანახმად, E ჯგუფის პირველადგილოსანი D ჯგუფის მეორე ადგილოსანს ხვდება, წესით, ხორვატიას ან ჩეხეთს.ამ ჯგუფში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, თურქებმა საწყისი ორი შეხვედრიდან ორივე წააგეს, თუმცა შემდეგ ეტაპზე თამაშის შანსი მაინც აქვთ, ამისთვის მესამე ტურში ჩეხეთი უნდა დაამარცხონ.ესპანეთი ამ მომენტისთვის ჯგუფის ლიდერია 6 ქულით, მეორეზე ხორვატიაა 4 ქულით, მესამეზე ჩეხეთი ერთი ქულით და ბოლოზე, როგორც გითხარით, თურქები უქულოდ.21 ივნისს ერთმანეთს ესპანეთი-ხორვატია და ჩეხეთი-თურქეთი დაუპირისპირდება, თუ ხორვატიამ ესპანეთს მოუგო ჯგუფის გამარჯვებული გახდება და იტალიას ფურია როხა შეხვდება, თუ პირიქით მოხდა, პარალელურად კი ჩეხებმა თურქები ორბურთიანი ჰანდიკაპით დაამარცხეს, სკუადრა აძურა ჩეხეთს შეხვდება შემდეგ ეტაპზე.ჩეხეთსა და ხორვატიას შორის მატჩი ფრედ დასრულდა და ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ბურთების შეფარდებას ენიჭება, ამ მომენტისთვის ჩეხეთის ბურთების შეფარდება -1, ხორვატებისა კი +1. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს გუნდი შემდეგი ტურის მატჩებს დანაკლისით ხვდება, ჩილიჩის გუნდს შესაძლოა მანჯუკიჩი და მოდრიჩი დააკლდეს ტრავმების გამო, ჩეხების რიგებში კი ლიდერის, როსიჩკის თამაშია გამორიცხული.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ვინც არ უნდა იყოს იტალია გდაუვლის

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

აუ არადა მეორეზე და მესამე გასვლს ჯობდა.
ძაან ცუდად არის განაწილებული.
ა ბ ც დ ჯგუფის პირველები მესამე ადგილს ხვდებიან, ე და ფ მეორეს.
1/8 ხორვატია ან ესპანეთი და მერე 1/4 გერმანია.
ყველაზე რთული გზაა და ე ჯგუფის პირველ ადგილოსანს. ამიტო არ უტევდა იტალია შვედეთს, ფრე უნდოდა და მეორე ადგილი და ედერს გაუვარდა :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Xorvatiastan waagebs italia

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ra chexeti an xorvatia???
espanetic sheizleba tu waages bolo turshi xorvagebtan.magram darwmunebuli vaf espanets ar unda italiastan tamashi da piriqit.espaneti varianti araa rom damarcxdes chichebtan
:forza:

დელ პიერო
დელ პიერო
8 years ago

ხორვატიამ თუ მოუგო ესპანეთს მაშინ იქნება იტალია-ესპანეთი :) ეს უბრალოდ შესწორებისთვის

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x