ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri – ძაძა : “იუვენტუსში დარჩენა მინდა”

იტალიის ეროვნული ნაკრების წევრები, სიმონე ძაძა და დანიელე დე როსი დღეს ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა და მათ შორის, საკუთარ მომავალზეც მოუწია რამდენიმე სიტყვის თქმა : “სასტარტოში ირლანდიასთან ? – ამაზე საუბარი ჩემი საქმე არ არის, ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს.შვედეთთან მატჩში ბევრი არ მითამაშია, მაგრამ ვეცადე მაქსიმუმი გამეკეთებინა.ედერს ბურთი თავით დავუგდე, მან შესანიშნავად ითამაშა და ანგარიში გახსნა.წინასწარ არ იცი, ხუთ წუთს ითამაშებ თუ 90, მთავარია მზად იყო მინდორზე გასასვლელად.ანტონიო კონტეს სჭირდება ასი პროცენტით ფორმაში მყოფი ფეხბურთელები, შესაბამისად, თავის დაზოგვას არცერთი ჩვენგანი არ აპირებს.რაც შეეხება ჩემს მომავალს, მასზე უფრო კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბრებ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მიზნად ტურინში დარჩენა მაქვს.პირველი სეზონი იუვეში კარგი გამოვიდა, გაისად კი უკეთესს ველი.”

ალვარო მორატა სიმონე ძაძას ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ბუნებრივია, ესპანელის მომავალზე კითხვით სიმონესაც მიმართეს : “მასთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, კარგი მეგობრები ვართ.თურქეთთან დუბლის შემდეგ მას რამდენიმე სახალისო შეტყობინება გავუგზავნე, ვუთხარი, რომ თმა უფრო მოკლედ დაიყენოს და მეტ გოლს გაიტანს.ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მასთან ერთად არდადეგებზე წასვლას ვგეგმავ, ჯერ არ ვიცით, სად.რაც შეეხება ჭორებს, რა თქმა უნდა, ვამჩნევ, რომ რთული სიტუაციაა.ფიზიკურად ერთად არ ვართ და ერთად არ ვვარჯიშობთ, შესაბამისად, ამ თემაზე ალვაროსთან არ მისაუბრია.”

იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურებს პუმა ამზადებს, ისევე როგორც შვეიცარიისას.გუშინდელ შეხვედრაში, შვეიცარიელებს არაერთხელ მოუწიათ მაისურების გამოცვლა, პუმას მიერ დამზადებული პროდუქციის ხარისხზე ძაძასაც ჰკითხეს აზრი : “ფოტოები ვნახე ინტერნეტში, საბედნიეროდ, ჩვენს მაისურებს მსგავსი არაფერი დამართნია.იმედი მაქვს, ჩვენ უკეთესები გვაქვს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დატოვეთ რა არაფერს აჰავებს ეს კაცი

mamuka tsagareishvili
8 years ago

zaza iuveshi sachiroa stabilurad tamashi misi da mshvenieri porvardia

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რას ვერჩით ამ კაცს ყველგან ახსენებს,რომ იუვეში თამაში უნდა,ეს რომ წავიდეს სხვა გუნდში მაგალითად ვესტხემში ან სუონსში,რომლებიც ეპატიჟებიან სავარაუდოდ ძირითადის ფეღბურთელი იქნება და სათამაშო დრო საკმაოდ ექნება,მაგრამ იუვე უნდა გულით და სულით ეტყობა,აგერ ბერარდი თავს იფასებს არ მინდა იუვეო ძირითადში არ მათამაშებენო და გულით ინტერი უნდა, წავიდეს მერე ვინ უშლის,მაგრამ ძაძასნაირი იგროკები ვისაც იუვეში თამაში უხარია კარგია თუგინდ ზამენაზე იყოს კაცი მთელი ენთუზიაზმით ყომარობს ამიტომ დასაფასებელია

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x