მარკეტი იუვენტუსის გეგმებზე საუბრობს, მას შემდეგ რაც გუნდი მორატამ დატოვა
ტრადიციულად ყოველ საღამოს სქაის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი იტალიურ სატრანსფერო ბატალიებზე საუბრობს და ბუნებრივია მას არც იუვენტუსის თემა დავიწყებია:“მორატას რეალში დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ პერესი მას ბერნაბეუზე დატოვებს.. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული წარმატებული მატჩი მის ფასს გაზრდის, ხოლო ბენზემას ჩრდილქვეშ ყოფნა თავად ესპანელს რამდენად სურს კიდევ მეორე საკითხია.. შედეგად, თავდაპირველი ჩანაფიქრი მისი 60 მილიონად გასხვისებისა იდეას მოკლებული არ არის.. არსენალი და ჩელსი მზადყოფნაში არიან. იუვენტუსი კი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციიდან ფორვარდზე ერთვება.. ბერარდი იქნებოდა იდეალური ალტერნატივა, მაგრამ იტალიელმა სასუოლოში დარჩენა არჩია.. მისი ინტერში გადასვლა კი განწირულია.. სასუოლო არ აპირებს იუვესთან საქმის გაფუჭებას. გომეში და მასკერანო ამ ეტაპზე უტოპიად გამოიყურება, მაგრამ მაროტა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. პოგბას გასხვისება იუვეს გეგმებში არ შედის, მაგრამ ბიანკონერი ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელთან მჭიდრო კონტაქტზე იმყოფება.. მიზეზი მარტივია, ისინი თადარიგს იჭერენ ფრანგი შესაძლო წასვლის შემთხვევაში. ჯერჯერობით უცნობია ვინ არიან ისინი.. თუმცა, პირველ რიგში ფორვარდის შეძენას უნდა ველოდოთ”.
გიოცეზე იწერება რაღაცები და თუ პოგბამ დაგვტოვა ეგ უნდა მოვიყვანოთ უეჭველი და ერთი ნახევარმცველი, მასკერანო მართლა კაი ვარიანტი იქნება, მოჟნა ჰამშიკიც. ფორვარდიც გვინდა იასნა და ამ კავანის რატო იწუნებთ დიბალა-კავანი ცუდი დუეტი იქნება ? 35-40ად თუ დავითრევთ მშვენიერი ტრანსფერი გამოვა. პოგბადან შემოსული 120 მილიონი ეყოფა მარტო ამ სამ ტრანსფერს მარა ყველაფერს მაინც მაგის დარჩენა მირჩევნია…
რანაირი ოპტიმიზმია ისე. გიოტცეს ვერ უყურებ რას თამაშობს ევროპაზე? ან რა მაშერანოთი შევსება. ორივე რომ მიადუღო ესენები ერთმანეთს ფუნქციებით კი ვერ ავსებენ პოგბას ადგილს. კლასზე არაფერს ვიტყვი. საპენსიო ასაკის კარგი ჩამშლელი მაშერანოთი როგორ უნდა გეიმედებოდეს პოგბას შეცვლა რომელიც უდიდესი ვარსკვლავია ამ ასაკში, ჩაშლაშიც ძლიერია და შეტევაში უფრო.
პოგბას მაგით კი არ ჩანაცვლდება ჯიგარო პოგბა ჩანაცვლდება პიანიჩით. არ მითქვამს მე რო მასკერანო პოგბა იქნება. მასკერანო საპენსიო ასაკისაა თუ ყავარჯნებით თავის საქმეს საუკეთესოდ ასრულებს და შეასრულებს კიდე 2-3 წელი. გიოცეს თუ უყურებ რას თამაშობს ევროპაზე კიდე პოგბა რას თამაშობს ეგრე, ვერც ეგ ბრწყინავს მაინცდამაინც და მაგით შევაფასოთ ახლა პოგბას კარგობა ან ცუდობა? ეგრე არაა. ეგეც არი ჩემ კომანტარში დაფიქსირებული რო პოგბას დარჩენა მირჩევნია მარა თუ ვერ ვტოვებთ ამ ხალხის მოყვანა საუკეთესო გამოსავალია. ისე გიოცეს დაწუნება რავიცი, რავიცი
უკომენტაროდ ამ ყველაფერზე
სასწაული გოლი გაიტანა მორატამ. 100% მაგის დამსახურება იყო ეგ გოლი
კარგით რა კარგითთ

და მორატას წასვლის პარალელურად მანძუკიჩი ძირითადიდან კალინიჩმა ამოაგდო და გოლიც შეაგდო …
Mandzu ar amougdia kalinics tramva aqvso me ase vici
ნამდვილად არ ამოუგდია კალინიჩს, მანძუს მცირე ტრავმა აქვს. ისე ამ ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია მარიოს
ისე მაგ გოლის გამო შეაძლება მართლა ამოაგდოს
პოგბას წასვლა იგივეა სახლს რო საძირკველი გამოაცალო
ვინ იქნება ეს ფორვარდი ნეტა? მორატამ წასვლა გოლით აღნიშნა:-(
მოკლედ რა ცუდი ინფორმაციები ვრცელდება იუვეს გარშემო :/ რეალმა მორატა გამოისყიდა (მორატა რომელმაც შარშანწინ ტევეზთან ერთად ფინალამდე გაგვიყვანა)! პოგბა შეიძლება რეალში გადავიდეს (პოგბა რომელიც 2012 წლიდან დღემდე იუვეს ვარსკვლავად დამოყალიბდა, მისი პროგრესი კიდე ძალიან დიდია ! ბონუჩი ჩელსის უნდა (ბონუჩი რომელიც 2011 წლიდანაა იუვეში და მის გარეშე იტალიური ტრიო არ იარსებებდა :/)!!!! ჩვენ კი ალვეშის და პიანიჩის გარდა ვერავინ ვერ შევიძინეთ ! ბერარდი კიდე ინტერში გადადის რითან ნამდვილად კარიერას დაიღუპავს!!! და მიჩნდება კითხვა (ალბათ როგორც თქვენ) : თუ იუვენტუსს აქვს ე.წ მომავლის გეგმა რატომ არ ვუყურებთ იმ ახალგაზრდებს რომლების ჩვენგან მიდიან?! თუ მათ გარეშე იუვე უფრო ძლიერი მოგვევლინება? :/ …არამგონია… Read more »