#ForzaAzzurri | კონტე:”ჩვენი მთავარი პლიუსი ორგანიზებულობაა”
გთავაზობთ ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენციის როგორც ტექსტურ ასევე ვიდეო მიმოხილვას:
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად პრესის წარმომადგენლებს ანტონიო კონტე შეხვდა.გთავაზობთ ბიანკონერების ექს-თავკაცის ინტერვიუს : “ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვხვდებით.ისინი ტურნირის მთავარი ფავორიტები არიან და ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს დიდ პატივს ვცემ.ფურია როხასთან დაპირისპირებისთვის რამდენიმე დღეა ვემზადებით, პლეიოფი სრულიად სხვა სამყაროა და არა მგონია, აქ ერთმა ან ორმა ფეხბურთელმა გადაწყვიტოს მატჩის ბედი, მთავარია, რომელი გუნდი უფრო მეტს დადებს მინდორზე.კრიტიკოსებს ნამდვილად არ ვუსმენ, ჩემი ბიჭების მჯერა და დაძაბულ მატჩს ველი, თუ მოწინააღმდეგე გაიმარჯვებს, მათ ტაშს დავუკრავ, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით უფრო ძლიერები, გამარჯვებას ვიზეიმებ.კანდრევა ? – დიახ, მისმა ტრავმამ ყველანი დაგვამწუხრა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ გვაქვს.ესპანელებს უნდა შევუტიოთ და რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ.ხშირად მესმის, იტალიელებმა მორატა, ნოლიტო, ინიესტა და სხვა ფეხბურთელები უნდა შეაჩერონ, მოდით, ესპანელმა მცველებმა იფიქრონ ჩვენი შემტევების დაკეტვაზე.დაცვაში მთელი გუნდით ჩაჯდომას არ ვაპირებთ.”
“ძლიერი მხარეები ? – ჩემი გუნდის ძლიერი მხარე ორგანიზებაა, შეტევაშიც და დაცვაშიც.ვცდილობთ, განსაკუთრებულ შედეგს მივაღწიოთ, გვინდა ყველამ ჩვენზე ილაპარაკოს.ხორვატებთან ესპანელების მარცხი ? – წაგებიდან ყოველთვის შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება, იმ გუნდთან შეხვედრას უფრო ვისურვებდი, რომელსაც რამდენიმე მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვს.ხორვატიასთან მატჩს ვუყურეთ, დელ ბოსკეს შეგირდები ბურთს ფლობდნენ, უტევდნენ, აკონტროლებდნენ, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენეს.ჩვეულებრივი, ერთფეროვანი თამაშით მეტოქეს ვერ დავამარცხებთ, ბიჭებს ვუთხარი, რომ საოცარი თამაში უნდა აჩვენონ, სწორედ ასეა შედეგის მიღწევა შესაძლებელი.”
“ჩემი გუნდი კარგ ფორმაშია, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.შეუძლებელი არაფერია, ეს არაერთხელ დამტკიცდა და კიდევ დამტკიცდება.აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ესპანეთს 1/4 ფინალის საგზური გავუნაღდოთ, სახლში დაბრუნება ჯერ არც მე მსურს და არც ჩემს ბიჭებს.იტალიის ნაკრები იქნება პირველი, ვინც გამარჯვების შემთხვევაში მეტოქეს მიულოცავს, მაგრამ მათ ჯერ თამაში აქვთ მოსაგები.ჩვენი ტაქტიკა ? – დიახ, ბევრი გუნდი ცდილობს მის ამოხსნას, სისტემა კი ჩემთვის რიცხვებია.მოწინააღმდეგე გუნდებს ყველა შეისწავლის, აკვირდება მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასე იქნება ხვალ მოთამაშე ორივე ნაკრები.”
“მომავალი ? – როდესაც ნაკრები ჩავიბარე, ვიცოდი, რომ დიდი ხნის განმავლობაში აქ არ გავჩერდებოდი, მუდმივად მოძრაობა და შრომა მიყვარს.დაუფიქრებლად ვიღებ გამოწვევებს, არ ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს.მე გადავდგი ნაბიჯი, გავხდი ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ორი წლის მანძილზე თავს არ ვზოგავდი შედეგის მისაღწევად.მადლობას ვუხდი თითოეულ მოთამაშეს, ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ ნაკრებში და მინდორზე ასი პროცენტით იხარჯებოდნენ ლურჯი მაისურით.ეს ემოციები მუდამ თან გამყვება.”
აბა თქვენ იცით რას იზამთ დღეს წარმატებები
რატომღაც მგონია რომ ეს თამაში 0-0 მორჩება და პენლებში გავალთ
იმედია 1-4 ფინალში იტალიას ვიხილავ და არა ესპანეთს.
მესი ცავიდაო ნაკრებიდან ეგ როგორუნდა გაგიხარდეს,ამიტხომ ბევრი დაკარგა ფეხბურტმა და გულსემატკივარმა, იდზულებული გახდა რომ ცასულიკო კარგიინება ტუ იტკვის,ამ მაფიამ შეცჰამა ფეხბურტი რაა
+1
და ვის გაუხარდა? მე ის გამიხარდა რო დიბალას მიეცემა შანსი
დრაქსლ იგროკები ცოტაა დზაან. და მაგაზე რომ დაცერ არგვინდაო,სასაცილოც აგარაა.პიანიცჰმა რაც ბარსა აქო და ადიდა რავკნატ გავუშვატ ბარსაში? ისე ბარსას რომ დომოდა არამგონია იუვეში მოსული
გამარვებას გისურვებტ დგეს.იმატ ვინც გულიტ გულშემატკივრობს ადზურის.და არაიმატ ვინც ელოდება ცაგებას რომ კონტე ადზაგონ.
სანჩესის ტრანსფერი დავივიწყოთ კოპა მოიგო კოპას საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა კაკ მინიმუმ 10 ლიმონით წაკრა თავისი ფასი ბრუციანიც ამას ელოდა ეტყობა
მესი ნაკრებიდან წასულა ასევე აგუეროც ოპაა დიბალას ეპოქა უნდა დაიწყოს
Goal შენ დიბალას კომენტარია პოგბას ვესაუბრე და იუვეში რჩებაო.
Goal ზე.
ერთადერთი + ამ მწვრთნელის დუხია!!!
Ramosi sul imaze piqrobs rogor daichiros ederi))).
Ramosi yvela tamasshi bavsgur sgexdomas ushvebs erts mainc da magas shevugdevt swored