“ნაპოლი” და “არსენალი” იკარდისთვის იბრძვიან
“ნაპოლი” და “არსენალი” მაურო იკარდისთვის ბრძოლაში ერთვებიან..
როგორც სჩანს, აურელიო დე ლაურენტისს გონსალო იგუაინის შენარჩუნების იმედი არ აქვს და მის შემცვლელებზე მუშაობს.სიაში პირველი მილანის “ინტერის” ფორვარდი, მაურო იკარდია.კალჩომერკატოს ცნობით, კონტაქტი მხარეებს შორის უკვე შედგა, ნეაპოლელთა დირექტორი, კრისტიანო გიუნტოლი ნერიაძურის კაპიტნის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ხელსაყრელი პირობები შესთავაზა.23 წლის წინახაზელს მილანელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულების დეტალები არ აკმაყოფილებს და არაა გამორიცხული, კლუბი დატოვოს.
პარალელურად კი სკაი სპორტი ამტკიცებს, რომ იკარდის მიმართ სიმპატიები ლონდონის “არსენალსაც” გააჩნია.არსენ ვენგერს იგუაინის ხელში ჩაგდების დიდი იმედი არ აქვს და ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობას იწყებს.აქვე გეტყვით, რომ იკარდის შეძენას აქამდე მადრიდის “ატლეტიკო” და ლონდონის “ტოტენჰემი” ცდილობდნენ.
ოღონდ იკარდი არ მოიყვანოთ ეგ ინტერისტა. მაგას ბევრი აქვს მიქარული.
ისე ეს რომ მოგვეყვანა არ იქნებოდა ცუდი
თქვი სად გინდა იკარდი