ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბას თაობაზე შეხვედრა ხვალ შედგება

მანჩესტერ “იუნაიტედი” პოლ პოგბას შესაძენად ფინალურ შტურმს ამზადებს..

სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ ბრიტანული გრანდის წარმომადგენლები ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას შეხვდებიან და ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებენ მათ.ჟოზე მაურინიოს გუნდი მზადაა, ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 104 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი წლიურად დაახლოებით 13 მილიონი ევრო შესთავაზოს.ეშმაკები კარგა ხანია მსგავსი კონტრაქტით ცდილობენ პოგბას ყურადღების მიქცევას, თუმცა აქამდე როგორც მოთამაშის, ისე ბებერი ქალბატონის პასუხი მტკიცე უარი იყო, ვნახოთ, იმედია ხვალინდელი შეხვედრაც ჩვენთვის მშვიდობიანად ჩაივლის.შეგახსენებთ, რომ პოლის გუნდიდან წასვლის შანსი დღეს მინო რაიოლამ ინტერვიუში თითქმის გაანულა.

რაც შეეხება მარკო პიაცას, იგი ხვალ ზაგრების “დინამოს” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება და ამის შემდეგ ტურინში გაემგზავრება.ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ხუთშაბათს გაივლის და კლუბთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.მისი ტრანსფერი ბეპე მაროტას 22 მილიონი ევრო იქნება, 500 000 ევრო კი ხორვატებს ბონუსის სახით ჩაერიცხებათ.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

40 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lexo doreuli
8 years ago

მანჩესტერში თუ წავა პოგბა და უთავმოყვარეო ყოფილა

| Newsphere by AF themes.
40
0
Would love your thoughts, please comment.x