ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაბიგოლისთვის ბრძოლაში ნაპოლიც ჩაერთო?


გავრცელებული ჭორების თანახმად ნეაპოლური კლუბი გაბიგოლზე შეთავაზებას ამზადებს.

გონასლო იგუაინის გაშვების შემდეგ ნაპოლი მაურო იკარდის და გაბრიელ ბარბოსას უმიზნებს, ორივე მოთამაშე ჭორის დონეზე იუვენტუსს დაუკავშირეს.

იგუაინის გადასვლა იუვენტუსში თითქმის გადაწყვეტილია, კლუბი 90 მილიონ ევროს ორი წლის განმავლობაში გადაიხდის, ჭორების თანახმად გონსალომ სამედიცინო შემოწმება ტურინული გრანდის წარმომადგენლებთან ერთად უკვე გაიარა.

რაღა თქმა უნდა ნაპოლი მაქსიმალურად ეცდება დანაკარგის ანაზღაურებას და დე ლაურენტისმა არჩევანი პერსპექტიულ ფორვარზე გაბრიელ ბარბოსაზე შეაჩერა.

19 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა პირველ ნაკრებში თამაში 4-ჯერ მოასწრო და თავი 2 გოლითაც გამოიჩინა.

სანტოსი გაბიგოლის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს და იუვენტუსი არ იყო წინააღმდეგი ამ თანხის გადახდაზე, მაგრამ გონსალო იგუაინის შეძენამ ყველაფერი შეცვალა.

ამჟამად გაბიგოლის შეძენას იტალიიდან ნაპოლი ეცდება, რამდენად გაუმართლებთ ნეაპოლელებს ამას მალე გავიგებთ.

მიუხედავად ამისა ნაპოლი მაინც ცდილობს მილანის კოლუმბიელი ფორვარდის შეძენას, ნეაპოლელები კარლოს ბაკას სანაცვლოდ ვალდიფორის კონტრაქტს და დამატებით 20 მილიონ ევროს სთავაზობენ მილანელებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს ნეტა ბუნდესლიგაში წამოვიდეს,ძაანმევასება და გამოკვეთილი ფორვარდი არ არის ეს შემტევია ..

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს მოიყვანონ ძაძას მაგივრად და თუ არ გაამართლა ამ ფასში ყოველთვის გაყიდიან :blin:

bero-juve10
bero-juve10
8 years ago

თუ პოგბა დარჩა ერთი გამთამაშებელი და ერთიც ძაძას შემცვლელი და ეგ არის გუნდიდან უნდა გაუშვან
პერეირა, ძაძა, ჰერნანეში + ისლა, მარონე

მეკარეები: ბუფონი, ნეტო, აუდერო
მცველები: ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, სანდრო, ალვეში, ლიხშტაინერი, ევრა, რუგანი, ბენატია, ასამოა
ნახევარ მცველები: მარკიზიო, ხედირა, პოგბა, ლემინა, სტურარო, მანდრაგორა, პიანიჩი + რაკიტიჩი ან იულიანი ვოლფსბურგიდან
თავდამსხმელები: იგუაინი, მანძუკიჩი, პიაცა + დესტრო
თუ პოგბა წავიდა რაკიტიჩი ან იულიანი ან ვიტსელი და კვადრადო

—————————ბუფონი————————

ალვეში————ბარძალი——–ბონუჩი———–სანდრო

——–მარკიზიო———-პიანიჩი————-პოგბა——-

—————-დიბალა————-რაკიტიჩი————–

————————–იგუაინი————————

Misantrope
Misantrope
8 years ago

მე მგონია რომ ძაძას ჯობია ეს ბიჭი , თან ბრაზილიური გოლის ალღო ექნება ამ ბიჭს. ძაძას დატოვებას ამის მოყვანა მირჩევნია. ))) 3 ფორვარდი ძაალიან ცოტა იქნება ძაძას წასვლის შემთხვევაში

soni
soni
8 years ago

gasaocari shemtxvevaa juves mxridan 90 milioni ar mjera to meore pegburtels xdis kristianoze dzvirad yidulobs higuaini 90 nagdad ar girs mara am transperit seriozul mesijs ugzavnia gigantir klubebs)))

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს თუ არ მოვიდა არა უჰავს

forza bianconeri
8 years ago

საერთოდ არ მინდა ეს გაბი გოლი, ჯერ ძაძას დონეც არ არის და არავინ იცის მოუმატებს თუ ვერა

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x