ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი : “იუვენტუსმა კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა”

პოლ პოგბას გუნდიდან წასვლის შემდეგ პაულო დიბალას აქვს იმედი, რომ მირალემ პიანიჩი მოამარაგებს პასებით.ბოსნიელი ტურინში თავს იდეალურად გრძნობს და არგენტინელ ფორვარდს აქებს..

“პაულოს მართლაც კარგად ვუგებ, მან იცის, სად ვაპირებ პასის გაკეთებას.საერთოდ, გუნდს მაღალი დონის ფორვარდები ჰყავს და მწვრთნელს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.მე ვეცდები, ისინი პასებით მოვამარაგო.სტანდარტები ? – ბურთთან ის უნდა მივიდეს, ვინც დარწმუნებული იქნება საკუთარ ძალებში, ჯარიმებიდან ბევრი გოლის გატანაა შესაძლებელი.იმედი მაქვს, მომავალ სეზონში არაერთ ჯარიმას შევასრულებ.”

“იუვემ შესანიშნავი გუნდი შექმნა, კონკურენტუნარიანი და მუდამ გამარჯვებისთვის მებრძოლი.მინდორზე დავამტკიცებით, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია, ვეცდები მაქსიმალურად დავეხმარო კლუბს და გავაგრძელოთ იმ ტიტულების მოგება, რომელშიც უკვე ხუთი სეზონია ტურინელებს ვერავინ ეცილება.უკვე მოვასწარი თამაში როგორც მცველების წინ, ისე ტრეკუარტისტად, ორივე პოზიცია მომწონს.რეჯისტაზე ვესტ ჰემთან ვიასპარეზე და უნდა ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ, რაღაც დეტალებია დასახვეწი, მათ გამოსწორებას მომავალ მატჩში ვეცდები.”

“ჩემპიონთა ლიგა ? – ვეცდებით, მაქსიმალურად შორს გავიდეთ.ბოლო წლების მანძილზე იუვემ დაამტკიცა, რომ ევროპული გრანდების დონეზე ასპარეზობა შეუძლია.უპირველეს ყოვლისა, ჯგუფურ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ, პლეიოფში კი უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.პოგბას წასვლა ? – პოლმა ტურინში დაუვიწყარო სეზონები გაატარა და ნებისმიერ გულშემატკივარს დაამახსოვრა თავი, თუმცა ფეხბურთელის ცხოვრებაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ცვლილება გსურს.მას მხოლოდ კარგი შემიძლია ვუსურვო.”

“რომასთან მატჩი ? – მათთან დაპირისპირება მართლაც გასაოცარი იქნება, დედაქალაქში დაუვიწყარი პერიოდი გავატარე, თუმცა რადგან უკვე სხვა მაისური მაცვია, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
XAR085
XAR085
8 years ago

კარგად შეარქვეს ამას ჭკვიანიჩი. მართლა მაგარი ბურთის ფლობა აქ! ეს ფეხბურთელი ყოველთვის მომწონდა და სულ მინდოდა იუვეს მაისური ჩაეცვა! წარმატებები ჭკვიანიიიჩ! :juvee: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Midi miralem daglijo unda yyvelaferi.magari pasavikia da krgad atarebs burts.gonsalo chadgeba formashi da mere gaishobt araa problema.pogba iyos iq sadaacaa.minda ro ligazec ver gavides manche.ai iuvem piriqit,minimum finali itamashos ligaze

თოკო
თოკო
8 years ago

Pიანიჩის ტრანსფერი ისევე გამიხარდა როგორც ვერატი გამიხარდებოდა იუვეში სულ რომ ვერ ითამაშოს ჩემთვის უჭკვიანეს ნახევარმცველად დარჩება მე რომ ტრენერი ბიყო პიანიჩს მივცემდი მოედანზე სრულ თავისუფლებას არც მცველების წინ არც თავდამსხმელების უკან სადაც უნდა იქ უნდა იყოს დაცვასაც და ნახევარდაცვასა დაეხმარება მაგრამ თავდასხმას ხო საერთოდ ასეთებს პოზიცია არ უნდა დაუწესო ჩემი აზრით თუ მაინცდამაინც ტაქტიკურ მონახაზს არ აკეთებ იმიტომ რომ თუ ეს იქნება მოედანზე ნებისმიერ ადგილას და არა მაინცდამაიმც ცენტრთან ახლოს მეტოქე იძულებული იქნება ორი ფეხბუთელი მიუჩინოს და ამოკეტოს ამ დროს სხვებს გაეხსნება ხელფეხი და სივრცეები გაჩნდება ხოლო მეორე ვარიანტში ტუ არ ამოკეტავენ თვენ ჩემზე კარგად იცით რა დარტყმა და პასის… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ჩვენი პიანი მასტერია :chuvak: :forza:

მაქსი
მაქსი
8 years ago

“თუმცა ფეხბურთელის ცხოვრებაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ცვლილება გსურს.მას მხოლოდ კარგი შემიძლია ვუსურვო”.

ალბათ ამ დროს თვალები დახარა და მასე ბრძანა :))) კაიფი იქნებოდა ამას რომ ეთქვა პოგბა გამყიდველია გუნდი რა დროს მიატოვაო :chuvak: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მიდი წარმატებები

forza bianconeri
8 years ago

დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ გაგვახერებს და ბევრჯერ დავწერთ მის სახელს კომენტარებში მატჩების მსვლელობისას :chuvak: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ხა მაგარი ტიპი ხარ პიან

forza bianconeri
8 years ago

ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე (თუ პოზიციებზე :chuvak: ) მაგრამ პოლი უდაოდ უკონკურენტოა დღეს ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის, ამიტომ გაუჭირდება მირალემს პოგბას ჩანაცვლება

lasha naxucrishvili
8 years ago

საკაიფოდ იბაზრა :up:
წარმოიდგინეთ იუვე ამის გარეშე ეხლა ამ წამს გუნდის ნახევარდაცვა იქნებოდა 0-ზე 0

Soni
Soni
8 years ago

Es bichi magrad mainedebs unda gaamartlos sxva gza ar aqvs)) jer verc agviqvam ro ase uceb chaigdes xelshi da juveshi iqneba))

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x