მორატა : “იუვენტუსში საკმაო პროგრესი განვიცადე”
ფლორენტინო პერესმა დღეს ოფიციალურად წარუდგინა გულშემატკივრებს ალვარო მორატა.ესპანელმა ფორვარდმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ტურინის “იუვენტუსზეც” ისაუბრა..
“ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი ხანია, ამ დღეს ველი.მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გასული ორი წლის განმავლობაში გვერდით მედგა.დავბრუნდი სახლში და მინდა აქ კიდევ დიდი ხანი გავატარო.მადლიერი ვარ იუვენტუსის, ბებერი ქალბატონი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, სწორედ იქ განვიცადე ის პროგრესი, რომლის დახმარებითაც მადრიდში დავბრუნდი.დარწმუნებული ვარ, რეალს მარტივად შეეძლო ჩემი გაყიდვა, თუმცა მათ ნდობა გამომიცხადეს.თეთრი მაისურისთვის ასი პროცენტით დავიხარჯები.”
მორატა არც მალავდა, რომ რეალში უნდოდა. წარმატებები ალვარო
იუვეს კარჰი გოლი არ გაიტანო თორე ჩამოვალ და ჩემი ხელით დაგახრჩობ
Warmatebebi alvarito. <3
Shenc kai shlaineri xar