ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პროექტი, ინვესტიცია, ვაკანსია და ენთუზიაზმი..

უახლოეს პერიოდში ვაპირებთ საფეხბურთო საიტის გახსნას, რომელიც იქნება მეტ-ნაკლებად ინოვაციური ამ სეგმენტში. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ოთხ მთავარ ევროპულ ჩემპიონატზე..


ჩემი სურვილია, რომ საქმე გაკეთდეს უშუალოდ ოფისში, რომელიც შერჩეული გვაქვს.. მოვაწყობთ შესაბამისი ინფრასტურქტურით..

ჩვენ გვჭირდება 2-3 ადამიანი, რომლებიც სათითადო ჩაიბარებენ იტალია-გერმანია-ინგლის-ესპანეთის ჩემპიონატებს.. ბუნებრივია ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა შევა ამ კონტიგენტში და გადანაწილდება საქმე.

სასურველ მოთხოვნებში შედის:

გამართული წერა
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
გამართულად საუბარი (ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან თითოეული ადამიანი ვინც ჩვენს ჯგუფში მოხვდება, იქნება მომხმარებლის მხრიდან ყურადღების ცენტრში საიტზე არსებული სხვადასხვა კონტენტის დახმარებით)

პ.ს. ამ იდეის განხორციელება მსურდა დიდი ხნის მანძილზე და გადავწყვიტე უახლოეს პერიოდში რეალობად ვაქციო. ბიუჯეტი დიდი არ არის და რეალურად, რომ ვთქვათ ძალიან მწირია. იგი ძირითადათ მოხმარდება ოფისში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. თუმცა, პროექტი რომელიც არსებობს უახლოეს პერიოდში გამოიღებს სასურველ შედეგს, რადგან მსგავსი სტილით საქართველოში ჯერჯერობით არავის უმუშავია.

ForzaJuve.Ge კარგად იცით, რომ უკვე 7 წელია აქტიურად მუშაობს და შევეცდებით სხვადასხვა პრობლემების გამო, რომელიც რა თქმა უნდა არსებობს ასევე გაგრძელდეს, მაგრამ პირდაპირ რომ ვთქვათ თუ უახლოეს პერიოდში არ გაჩნდება შესაფერისი ფინანსური რესურსი, მაშინ..

შედეგად ეს პროექტი, რომელიც დაიგეგმა იქნება საკმაოდ მრავლისმომცველი და მასშტაბური ქართულ საფეხბურთო სეგმენტში. თქვენ იცით, როგორ მუშაობდა იუვენტუსის საიტი და მერწმუნეთ კიდევ უფრო ინოვაციური იქნება როდესაც თემა მთელს საფეხბურთო სპექტრს მოიცავს. თუმცა, ამისთვის ადამიანური რესურსი, ფინანსები და ენთუზიაზმია  საჭირო.. მე პირადად თუ გამოჩნდება ასეთი გუნდი მზად ვარ ორიენტირი უშუალოდ ამ საქმეზე გავაკეთო და არსებულ სამსახურს ჩამოვშორდე კიდევაც, რადგან კონცენტრირება და დრო პროექტს დავუთმო.

ამ ეტაპზე არსებული სახსრებით, რომელიც გამაჩნია მოხმარდება ოფისის მოწყობას, ინფრასტრუქტურას და სამუშაო პირობებისთვის ბოლომდე მიყვანას. ეს იქნება ინტერნეტ გამომცემლობა.. ყველაზე სწრაფი, საინტერესო და ზუსტი.. არ იქნება ზედმეტი ბლა-ბლა-ბლა.. იქნება მარტივი და რაც მთავარია სწრაფი..

 

პროექტში მონაწილე მსურველები დაგვიკავშირდით მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: forzajuve.ge@gmail.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

46 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato-juve
dato-juve
8 years ago

კარგი იდეაა, წარმატებები.

8 years ago

წარმატებები, მაგრამ იმედია, Forzajuve.ge არ შეეწირება მაგ პოექტს. :)

გუგსიკა
გუგსიკა
8 years ago

Carmatebebs gisurvebt ! :forza :forza: :

გუგსიკა
გუგსიკა
8 years ago

Carmatebebs gisurvebt ! :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგი იდეაა წარმატებები დავით.. ყველაფერი გამოვა!!! :forza: :forza: :forza:

maradona 73
maradona 73
8 years ago

წარმატებები ბიჭებო!

სამწუხაროდ დროის და ფინანსების სიმწირის გამო ვერ დაგეხმარებით, ფიზიკურადაც არ ვარ თბილისში.

სერიოზულ ფინანსებს ვგულისხმობ, თორემ 10-20 მამენტ არავისთვსი პრობლემა არ უნდა იყოს.

თუ საჭირო იქნება დაწერეთ, ანგარიშის ნომერი და პერიოდულად ჩავრიცხავთ, კარგი იქნება თუ ფეიბოქსში ჩასვამთ.

bneli
bneli
8 years ago

Warmarebebi davit magra gamixardeba yvelapers miaxwevt mjera. Me pavobnikad famovadgebit:):) da mitxarit da moval:)

bugitto
8 years ago

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბიჭებო :forza: გენაცვალეთ თქვენ ყველას :forza: მაგრად გბალეშიკობთ მიაწექით და ყველაფერი გამოვა :forza: აბა თქვენ იცით :love: :love: :love:

მგელ პიერო
მგელ პიერო
8 years ago

ინგლისური არ ვიცი. ამიტომ წარმატების მეტს ვერაფერს გისურვებ :forza:

WOLFENSTEIN
Wolfenstein
8 years ago

Mivesalmebi davit shens ideas. Aq dziritadad calcios fanebi vart anu italiur fexburtshi ufro karhad vart yvelani chaxedulebi vidre sxva top chempionatebshi. ( me piradad arc mainteresebs inglisi Germany espaneti da didad ar mexatebian gulze) xoda imis tqma minda ro es posti saitis garetac unda gavrceldes facebookze da kidev ufro shorsac. Mere gamochndebian premier Leagues da sxva top chempionatebis fanebic romlebic gamoadhebian am saqmes. Cot-cota orive ena vici magram magxela pasuxismgeblobas mtlianad chemze ver avigheb. Warmatebebs gisurveb shenc da shens axal ideasac. :juvee:

Cule
Cule
8 years ago

მთავარია კარგი ჯგუფი შეკრა. შენსავით მონდომებულები და თავდაუზოგავად მშრომელები და ჩათვალე საქმეც შესრულებული იქნება.

jjj jjj
8 years ago

მე როგორც ვხვდები ქართული ტუტოიუვე და უფრო უკეთესი უნდა იყოს))) უკრაინული საიტი football.ua და დაახლოებით ეგეთი სისტემა ხომ?))) ეგეთი საქართველოშუ არ არსებობს და ძალიან ბევრი მომხმარებელი გეყოლებათ დარწმუნებული ვარ. მე სამწუხაროდ, ქართული და რუსული ენის მეტი არ ვიცი, მაგრამ ფეხბურთში (განსაკუთრებით იტალიურში) საკმაოდ ჩახედული ვარ. რავიცი, კიდევ ფიზიკურადაც მოგეხმარებით რაშიც იქნება საჭირო. 599336050:-)

თოკო
თოკო
8 years ago

Ďავით ძალიან კარგია ჩემი აზრით უნდა დაგეგმო აქცია მაგალითად ზოოპარკთან ჩვენს ზებრასთან ჯუვენტუსის წიგნები მაისურები და ერთი სიტტვით ჯუვენტუსის ნივთები უნდა გამოითანოთ და გაყიდოთ ვისაც რისი საშუალება ექნება იმ ფასად მაგ ზოგს 10 ლარად მიჰყიდით ზოგს 100 ანუ ეს იქნება ამ საქმის მწირი მაგრამ ჭკვიანური ლეგალური ბიუჯეტი მე მაგალითად მანქანის ნომერს ან დასაკრავს იუვესას მაისურს წიგნებს სიამოვნებით შევიძენ ვიცი სხვაგანაც შეიძლება მაგრამ ეს აქციაა და აქ შეიტანენ თავის წვლილს სანამ დაიქოქებით

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგარი იდეაა დზაან შენ გვერდით მიგულე დავით როცა დააპირებთ შეკრებას შემეხმიანეთ და თქვენ გვერდზე ვარ რა ფეხბურთით დააავადებული კაცი ვარ რა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ფეხბურთით ხარ დაავადებული ისიც გეცოდინება რა ქვია ამ დაავადებას მაჰინ თუ ეს არ იცი ყველას გვატყუებ

alashvili29
8 years ago
Reply to  Dutch

ელექტრონული მისამართი სად არის აღნიშნული?

tifoza
tifoza
8 years ago

პროექტი რომელიც დაიწყება მართლა ინოვაციური იქნება და ყველას გავაკვირვებთ არ გვინდა ამ ყველაფერზე ღიად საუბარი რადგან გვირჩევნია საქმეში გვნახოთ და არა სიტყვების ხარჯვაში ენთუზიაზმი ყველაზე დიდი იარაღია და თუ ის ჩვენს ხელთ იქნება, გეომეტრიული პროგრესიით გავიზრდებით

Vega
8 years ago

წარმატებებს გისურვებთ დავით. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ. თუ აიტი სპეციალისტი დაგჭირდა აქ ვარ :)))))))))))))))))

alashvili29
8 years ago

მგონი კარგად ვერ გავიგე ინვესტიციას ეძებთ თუ კადრებს ?
მეც შემიძლია მგონი რაღაც დახმარების გაწევა
ვიცი ინგლისური , რუსული ძალიან კარგად და ასევე იტალიური კარგად ( ეს უკანასკნელი ჩემი სპეციალობაა ) . ფეხბურთშიც საკმაოდ ჩახედული ვარ , განსაკუთრებით ქართულ , იტალიურ და ინგლისურ ფეხბურთში .

alashvili29
8 years ago
Reply to  Dutch

სამწუხაროდ ინვესტირება ნაკლებად შემიძლია , თუმცა დასაწყისისთვის დიდი ენთუზიაზმი და უხელფასოდ მუშაობა შემიძლია შემოგთავაზოთ . პროექტი კარგი ჩანს თან უამრავი იდეის მოფიქრება და განხორციელებაა შესაძლებელი

alashvili29
8 years ago
Reply to  Dutch

ძალიან კარგი მეც დიდი იმედია მაქ თან დიდი ხანია ვადევნებ საიტს თვალს და შენი იმედი ნამდვილად მაქ რო გამოვა ყველაფერი . დანარჩენს რაც შეეხება სად უნდა დაგიკავშირდე აქ საიტზე თუ მეილზე? ან სივი თუ არის საჭირო?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Dzalian magaria ideaa davit

sergo kurtanidze
8 years ago

warmatebebi davit. sainteresoa axals ras shemogvtavazebt sxva qartuli saitebisgan gansxvavebit.

jjj jjj
8 years ago

ძალიან კარგია :up: წარმატებას გისურვებთ :yes:

მელქისედეკმა თქვა არაო
მელქისედეკმა თქვა არაო
8 years ago
Reply to  Dutch

დათო,

დაინტერესებული შეიძლება ვიყო თანხის ჩადებით.

რა თანხა თანხა არის საჭირო მუშაობის დასაწყებად – მარტივად, რა თანხას დებთ თქვენ და რამდენი გაკლდებათ? ბიზნეს გეგმასავით და ხარჯთაღრიცხვით ექსელი თუ გაქვთ გამომიგზავნოთ იქნებ.

ჩემი იმეილი: melkisedek018@gmail.com

მელქისედეკმა თქვა არაო
მელქისედეკმა თქვა არაო
8 years ago
Reply to  Dutch

რაც შეეხება ხელფასს ჯობია თავიდანვე ითქვას იქნება თუ არა რომ დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ: 1) ხელფასს მიიღებენ 2) ენთუზიამზე უნდა იმუშა3) თუ პოტენციური მოგებიდან ექნებათ რამე სარგებელი. ესეთი სენსიტიური დეტალები უნდა მკაფიოდ დაფიქსირდეს – უბრალოდ რჩევა :)

Misantrope
Misantrope
8 years ago

ძაიან ძალიან მაგარი იდეაა ))) მზად ვარ სრულიად უხელფასოდ გაგიწიო დახმარება დავით. დიდი სურვილი მაქვს ამ პროექტის შემადგენელი ნაწილი ვიყო. )))

მელქისედეკმა თქვა არაო
მელქისედეკმა თქვა არაო
8 years ago

მშვენიერი იდეაა! ძალიან საინტერესო და კარგი პერსპექტივით.

მცირე რემარკა: შეცდომაა – მაშტაბური, სწორია – მასშტაბური

სწორად მივხვდი: ხელფასს არ/ვერ სთავაზობთ დაინტერესებულ პირს?

თუ ესეა, სანაცვლოდ სთავაზობთ პოტენციური შემოსავლიდან წილს? თუ კი, რამდენს?

მადლობა

| Newsphere by AF themes.
46
0
Would love your thoughts, please comment.x