ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” “ლაციოსთან” მატჩისთვის ემზადება

ტურინის “იუვენტუსმა” “ლაციოსთან” მატჩამდე ოთხი დღით ადრე ვინოვოზე მეგობრული შეხვედრა გამართა..

მასიმილიანო ალეგრის გუნდი პრო სეტიმოს ეთამაშა და მეტოქე 5-0 გაანადგურა.ბიანკონერებმა 3-5-2 ტაქტიკით იასპარეზეს და შემადგენლობა ასეთი იყო : ნეტო; ბენატია, რუგანი, მარონე; ლიხტშტაინერი, ერნანეში, პიანიჩი, კასტანიოსი, ევრა; პიაცა, ძაძა

ბებერი ქალბატონის მხრიდან თავი გამოიჩინეს მარკო პიაცამ, მეჰტი ბენატიამ, მირალემ პიანიჩმა და სიმონე ძაძამ, ამ უკანასკნელმა დუბლის შესრულება მოახერხა.განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ტრავმა სრულად მოიშუშა და მინდორზე გასასვლელად მზადაა პიანიჩი, ბოსნიელმა “ფიორენტინასთან” დაზიანების გამო ვერ იასპარეზა და სავარაუდოდ, მისი დებიუტი შავ-თეთრი მაისურით რომში შედგება, ბიანკოჩელესტის წინააღმდეგ.

რაც შეეხება სავარაუდო შემადგენლობას “ლაციოსთან” დაპირისპირებაში, განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არაა, ლემინას ზემოთხსენებული პიანიჩი შეცვლის, მარიო მანჯუკიჩის ნაცვლად კი პაულო დიბალას იების წინააღმდეგ გამარჯვების გოლის გამტანი, გონსალო იგუაინი შეუწყვილდება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა 21
დიბალა 21
8 years ago

კენჭისყრა დღეს არის ხომ ?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x