იგუაინს “ლაციოს” კარში 12 გოლი აქვს გატანილი
ხვალ გონსალო იგუაინი “ლაციოს” დაუპირისპირდება, ამჯერად ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელის რანგში..
აქამდე არგენტინელ ფორვარდს ბიანკოჩელესტის წინააღმდეგ ცხრაჯერ უასპარეზია და თორმეტჯერ აუღია დედაქალაქელების კარი.ბოლოს ეს ფაქტი 2016 წლის 3 თებერვალს დაფიქსირდა, როცა ნეაპოლში პიპიტამ 24′ წუთზე გახსნა ანგარიში.2015 წლის 20 სექტემბერს ნეაპოლელებმა 5-0 გაანადგურეს მეტოქე და იქ იგუაინმა დუბლი შეასრულა.
2015 წლის 31 მაისს “ლაციომ” იგუაინის ნაპოლი კი დაამარცხა, თუმცა პიპიტას გოლებს თავი ვერ დააღწია, არგენტინელმა იმ შეხვედრაშიც ორი გოლი მიითვალა.ამავე წლის 15 იანვარს ნეაპოლელებმა გონსალოს ერთადერთი გოლის წყალობით დედაქალაქში იმარჯვეს.
2014 წლის 13 აპრილს იგუაინმა ეტრიტ ბერიშას ჰეტ-ტრიკი შეუსრულა, ნეაპოლელებმა კი ლაციო 4-2 დაამარცხეს.პიპიტამ ბიანკოჩელესტის კარში გაიტანა 29 იანვარსაც, ის შეხვედრაც 1-0 დასრულდა, ეს კოპა იტალიის გათამაშება გახლდათ.
2013 წლის სამ დეკემბერს ნაპოლიმ რომში 4-2 მოუგო მეტოქეს და იგუაინმა იქ დუბლი შეასრულა.
უმეტესად დუბლებს უტანს
ხოდა იმედია აქაც გაიტანს