მონჩი : “იუვენტუსი გაძლიერდა”
სევილიას სპორტული დირექტორი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ განცხადებას აკეთებს.
მოგეხსენებათ უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც სევილია და იუვენტუსი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უპირისპირდებიან, ამას მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ესპანელთა სპორტული დირექტორიც გამოეხმაურა.
“კენჭისყრას იღბლიანს ვერ ვუწოდებ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბარსელონას და რეალს ვერ შევხვდებოდით.
ჯგუფში იუვენტუსის სახით უძლიერესი გუნდი გვყავს, მათ კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ იუვენტუსი კიდევ უფრო გაძლიერდა. იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ გაიმართება.
წყარო : Football Italia
იმედი ბოლოს კვდება მართალი ხარ მარა იუვესთან მაინც ნუ გექნება რამის იმედი
რის იმედი უნდა ქონდეს,მორატაც აღარ გვყავს