ისკო და ხამესი კვლავ რადარზეა?
ტურინის იუვენტუსს ხამეს როდრიგესის შემდეგ რეალ მადრიდიდან ისკო ალრაკონიც დაუკავშირეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჭორები, რომ ხამეს როდრიგესი მადრიდში გარკვეული პირობებით უკმაყოფილო იყო და გუნდის დატოვება სურდა, ამას მალევე მოყვა ანალიზი, რომ გუნდს ისკო, ან ხამესი მართლაც დატოვებდა, არჩევანი კი ზინედინ ზიდანზე იყო.
პაკო გონსალესი აცხადებს, რომ თუ რეალი ახლა ისკო-ხამესიდან ერთ-ერთს არ გაყიდის ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფინანსური ფეირ-ფლეის დარღვევის გამო ტრანსფერის გაკეთება აეკრძალება, ამიტომ ლოგიკურია, რომ სამეფო კლუბი ამ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი დატოვებს.
ტოტენჰემი და იუვენტუსი ორი გამოკვეთილი ფავორიტია სამეფო კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო საგაში, ხოლო როგორ დასრულდება ყველაფერი, ამას 1 სექტემბერს საბოლოო განაცხადებით გავიგებთ.
წყარო : Managing Madrid
რა ტოტენნჰემი( რომელი წავა მანდ
აღარ მჯერა უკვე ამათზე აღარაფერი…
მართალია ძნელია უკვე რამე დაიჯერო… ალბად თუ მართალა სასწაული მოხდა და გადმოიყვანეს ძნელად დავიჯერებთ…
პაკო-მ თუ თქვა წყალია არ გაუვა
ხამესი თუ დაიდო მე ბრუცოს საწინააღმდეგო არაფერი მექნება ზედმეტის მთქმელიც კი არ ვარ
კაროჩე ხამესი ერთი ჩამშლელი და ლიგა ჩვენია <3
კორექტირებას შევიტან. და ალეგრიმ 3–5–2 ით არ უნდა ითამაშოს
მართალი ხარ არც მე არ მომწონს ეგ ტაქტიკა, 3-5-2 უფრო დაცვაზე ორიენტირებული ტაქტიკაა ვიდრე შეტევაზე არადა შეტევითი პოტენციალუ ძაან დიდი აქვს ამ ფორმაციის იუვეს
კუადრადო და ამ ორიდან რომელიმე და მატუიდიზე არაა ჯერ ყველაფერი გარკვეული აი ეს ბოლო3 თუ გამოვიდა პოგბა ვაბშე აღარ მოგვენატრება