ლიხტშტაინერმა შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს
ხუან კუადრადოს ტურინში დაბრუნების შემდეგ გუნდი შესაძლოა შტეფან ლიხტშტაინერმა დატოვოს..
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანი ალვეშის ტრანსფერის შემდეგ შვეიცარიელი ფეხბურთელი სათამაშო დროით ისედაც უკმაყოფილო იყო, კუადრადოს დაბრუნება კონკურენციას მეტად გაზრდის, ექსპრესის შანსებს კი შეამცირებს.აქედან გამომდინარე, 32 წლის მარჯვენა მცველი მზადაა მოლაპარაკებების მაგიდას აგენტთან ერთად მიუსხდეს და შემოთავაზებები განიხილოს.
ლაციოს ყოფილი მოთამაშის მიმართ ინტერესს ანტონიო კონტეს ჩელსი, დორტმუნდის ბორუსია და მილანის ინტერი იჩენენ.ვნახოთ, განხორციელდება თუ არა ტრანსფერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს.
ჩელსი კაი ვარიანტი იქნება მისთვის ) ანტონიოსთან ერთად პრემიერ ლიგას დადებს )) სვარკა სვარკაო რო ამბობდით და 3.5.2 ის გარდა არაფერი იცისო ) ნახეთ ეხლა რა სქემით თამაშობს ჩელსი ? )) სვარკა კი არა მკვდრები ყავდა და ისეთი სქემა გააკეთა რომლითაც მაქსიმალური შედეგი დადო
წადი ლიხშტა არ გაფასებენ ეს *ირები. არადა იმსახურებს ეს კაცი ლიგას იუვესთან ერთად. რამდენი წელია ტიპი რობოტივითაა არ იტრავმება ზედიზედ 6 წელი დარბის აქეთ იქით რავი მე მაგრად მიტყდება ალვეშის ნაირის გამო ლიხშტა რომ მიდის
ნამდვილად იმსახურებს ლიხშტა ლიგას იუვესთან ერთად, მაგრამ თუ კუადრადოც დაბრუნდა მართლა მესამე ზამენა იქნება და არ იქნება თანახმა თავადვე, მითუმეტეს კარიერის მიწურულს, პატარა არც ეს აღარაა -1984-იანია
და რაში გამიხატება მისი არ დაფასება? ზამენაზე რო დასვა ალვეშმა? ეს არ ნიშნავს რო ის უთამაშებელი დარჩება მაგრამ დანი ალვეში ბევრად კლასნია…ეს უნდა დარჩეს იუვეში და გვეყოლება 2 მაღალი დონის ფეხბურთელი ამ პოზიციაზე
ლიხტა კარგი ფეხბურთელია, ნამდვილად გულით თამაშობს (გულის ოპერაციის შემდეგაც) და არაფერს არ იშურებს გუნდისთვის, მაგრამ ჩაწოდება არ იცის იმ დონეზე რაც საჭიროა მაგ პოზიციაზე სამწუხაროდ. 5 წელია ვერა და ვერ დაამუღა ბოლომდე, თუმცა სირბილი ნამდვილად არ ეზარება. აი ალვეშს კი მესიზე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული ბარსელონაში მაგ პოზიციიდან.
ახლა ნუ იტყვით იმას, რომ ლიხტას თქვენზე უფრო ნაკლებად ვაფასებე, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც აკლია სწორედ იმ მომენტში, რისთვისაც არის ფლანგზე. კუადრო თუ დაბრუნდა, მითუმეტეს სკამზე მოუწევს ჯდომა ლიხტას და არ მგონია თვითონაც ტანახმა იყოს მესამე ზამენობის. აი ოღონდ ინტერში არ წავიდეს, გამიტყდება (თუმცა შეიძლება ნაპრონციპ წავიდეს ახლა)
ლიხტა არ შეეწიროს ცანცარა კულეს ტრანსფერს თორე გინება არ აცდება მაროტას
ადმინისტრაცია და მაროტას სექტანტებო. ასეთ დროს რატომ არ იცავთ იგივე პოზიციას? იუვეს მხოლოდ ისინი მოჰყვას ვისაც თამაში უნდა იუვეში. როცა უშვებენ მაშინ რატომ არ არსებობს ეგ კანონი.
შტეფანასავით გულით 2-3 კაცი თუ თამაშობს იუვეში და ალვეშის გამო მისი შეწირვა იმ გუნდის საქციელია ვისაც თქვენ იცავთ? ალვეში არის ქაჯი, რომელსაც ტაქტიკის არაფერი გაეგება.