პიანიჩი : “იუვენტუსში ტიტულების მოსაგებად მოვედი”
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა ბოსნიურ პრესას საინტერესო ინტერვიუ მისცა..
“შესაძლოა რომამ ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა ჩემი გაყიდვა, მაგრამ იუვენტუსში თამაში მსურდა.ჯიალოროსიში ხუთი შესანიშნავი წელი გავატარე, თუმცა ცვლილების დრო იყო.დღეს ბებერი ქალბატონის წევრი ვარ და მინდა რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო.ალეგრი შესანიშნავი მწვრთნელია, იგი მზადაა თითოეულ ფეხბურთელს განსაკუთრებული მითითება მისცეს, ფიზიკურად და ტექნიკურად დახვეწოს მოთამაშე.
სანაკრებო პაუზის შემდეგ შავ-თეთრი მაისურით დებიუტი აუცილებლად მექნება, მოუთმენლად ველი იმ დღეს.ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში მიღწეული შედეგი გავაუმჯობესოთ, თუმცა წინასწარ საუბარი არ მსურს.სკუდეტო ? – კონკურენტებად ნაპოლის, რომასა და ინტერს დავასახელებდი, ჩემი ყოფილი გუნდი დიდად არ შეცვლილა, მათ მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლიათ.”
ამან უნდა დაამტკიცოს რას წარმოადგენს.
Sasuolostan matchshi dzirotadshi unda iyo bichi da gadaixio yvela me sheni mjera