ხედირამ გერმანიის ნაკრებთან ერთად ნორვეგიაში იმარჯვა
გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც სამი ხედირა ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიის ძლევით დაიწყო.
ბუნდესტიმი ოსლოს ეწვია და ადგილობრივი ნაკრები 0-3 დაამარცხა.მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი თომას მიულერი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თანაგუნდელსაც გაატანინა.რაც შეეხება სამი ხედირას, ბიანკონერების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მინდორზე 85′ წუთი გაატარა.მეორე ტაიმის დასაწყისში სამიმ ყვითელი ბარათი მიიღო, 10 წუთში კი მიულერს ზუსტად ჩაუწოდა და აქტივში ასისტი ჩაიწერა.როგორც გითხარით, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ხედირა იულიან ვეიგლმა შეცვალა.
გერმანელთა შეკრება დასრულდა, ხვალიდან სამი ხედირა ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდება.
კარგია რო ტრანვა არ მიიღო
ვიცი არ შეიძლება მარა შედით და კონტეს მიეცით ხმა, ცოტა აკლია მაურინიომდე
დღეს მთავრდება და თქვენი საიტი თუ იაქტიურებს, მინიმუმ თუ ფეისბუქზე დადებთ მემგონი გადავა პირველზე
რა ხდება? თვის საუკეთესო ხდება?
კი
თუ არ ჰეიძლება რატო უნდა მივცეთ ვერ გავიგე
დღეს მიდიხართ სტადიონზე და რამდენად გაქვთ იმის იმედი რო საქართველო მოიგებს დღეს
ხედარა ტრანვა არ მიეღო რა წელს
შენი ჭირიმეე ძმურად ერთი ფრთხილად ირბინეე და ხშიად არ შეეხო მაგ ნაკრებში ბურთს არ დაგემართოს რამე… კუნთებს და მუხლებს გაუფრთხილდი
ხედირამ თუ არ გაიტრანვა წელს მაგარი სეზონი ექნება