ბიანკონერებმა ნაკრებებში საკუთარი მატჩები გამართეს
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა..
უპირველეს ყოვლისა, იტალიის ნაკრების დავიწყოთ, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ბიანკონერო ირიცხება.ჯორჯო კიელინი დისკვალიფიცირებული გახლდათ, ჯიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩი კი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.ესპანეთთან დაპირისპირება 1-1 დასრულდა, სკუადრა აძურას კარში გატანილი გოლი კი კაპიტნის შეცდომას მოჰყვა.ლეგენდარული კიპერი გამოსვლაზე შეცდა და ცარიელ კარში ვიტოლომ შეაგორა ბურთი, მასპინძელთა მხრიდან პენალტით დანიელე დე როსიმ აღადგინა წონასწორობა.
ჰეტ-ტრიკი შეასრულა მარიო მანჯუკიჩმა.ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვოს 0-6 მოუგო და პირველი სამი გოლი სწორედ ბიანკონერების შემტევის ანგარიშზეა.მარიომ 35′ წუთში გადაწყვიტა შეხვედრის ბედი და მეორე ტაიმში იგი შეცვალეს.ხორვატია 4 ქულით ჯგუფის სათავეშია.
სამხრეთ ამერიკის კონტიტენტზე მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე სამმა ტურინელმა მიიღო მონაწილეობა.პარაგვაის ეროვნულ გუნდს 0-1 სძლია კოლუმბიამ, რომლის შემადგენლობაშიც ხუან კუადრადო ირიცხება.ბიანკონერების გარემარბი ძირითადში იყო და იგი 81′ წუთზე გაიყვანეს, პეკერმანის შეგირდები 16 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.
ლიონელ მესის არ ყოფნაში არგენტინის ნაკრების ძირითადში ვიხილეთ პაულო დიბალაც და გონსალო იგუაინიც, ამ უკანასკნელმა ძაბალეტას პასით გოლის გატანაც მოახერხა, პაულო 65′ წუთამდე იმყოფებოდა მინდორზე.ალბიჩელესტემ პერუში 2-2 ითამაშა და 16 ქულით მეხუთეზეა.
5-0 იმარჯვა დანი ალვეშის ბრაზილიამ, სელესაომ ბოლივია გაანადგურა.ბიანკონერების მარჯვენა მცველი ტრადიციულად სასტარტოში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს 18 ქულა აქვთ და მხოლოდ ურუგვაის ჩამორჩებიან.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საკუთარ მატჩს კიდევ რამდენიმე ტურინელი გამართავს.ბელგიას სტუმრად დაუპირისპირდება მირალემ პიანიჩს ბოსნიის ნაკრები, უნგრეთში ითამაშებს შტეფან ლიხტშტაინერის შვეიცარია, სამი ხედირა და მარიო ლემინა კი საკუთარ დაპირისპირებებს ხვალ, 8 ოქტომბერს გამართავენ.
ნეტა დიბალამ როგორ ითამაშა ძირითადიდან?
ღმერთმა დაიფაროს ტრავმებისგან ესეც და ყველა იუვეს ფეხბურთელი
საუკეთესო მანჯუ იყო
რა ბანძი გამოდგა ეს იგუაინი გოლის გატანის გარდა არაფერი იცის რა )))) მანქაანაა ტიპი არც იტრავმება არაფერი მოსდის გოლები მაინც გააქვს
Golis gatanis garda ro araferi ar icis magaria
რატო რა სემიჩკის ხალვაც უნდა იცოდეს ნამდვილმა ფეხბურთელმა
აბაა ან ფორმიდან ამოვარდეს ან 6-7 თამაში ვერ შეაგდოს, აჰ, აჰ გეგონება შარშან 40 გოლი გაეტანოსო ისე თამაშობს, სად იპოვე მაროტა ეს ამის ტოპი დედაც