კასერესი ნერიაძურის ბაზაზე მიიწვიეს
მარტინ კასერესის მომავალი კლუბის ვინაობა ჯერაც არ გარკვეულა.. ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იანვარში მოახერხებს რომელიმე კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას:
ახალი ინფორმაციით მას გარკვეული შანსი მიეცემა ინტერში, მიუხედავად იმისა რომ აქამდე აქტიურად იწერებოდა ვესტ ბრომვიჩთან შეთანხმების თაობაზე.
გაძეტას დღევანდელი ცნობებით, ურუგვაელი ნერიაძურის ბაზაზე მიიწვიეს და თუ იგი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს, მაშინ კლუბი მასთან კონტრაქტს გააფორმებს.
29 წლის მცველი ფრანკ დე ბურის ხელმძღვანელობით რამდენიმე კვირის მანძილზე ივარჯიშებს.. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი გაივლის თუ არა ამ “ქასთინგს” მარტინი წარმატებულად..
Merdebshi ARA kasero merdebsji Ara Shen giyvars juve da merdebshi ara
არადა არაა ისეთი სუსტი კასერესი რო აქამდე არ გამოჩენოდა მსურველი) მშვენივრად დგას მარჯვნივ