“იუვენტუსი” “უდინეზესთან” მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება
ტურინის “იუვენტუსი” “უდინეზესთან” მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება..
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა მატჩში მონაწილეობა ცენტრალურმ მცველებმა, ლეონარდო ბონუჩიმ და ჯორჯო კიელინიმ ვერ მიიღონ.კიელინიმ დაზიანება იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიღო და ვინოვოს ბაზას ნაადრევად დაუბრუნდა, დღევანდელ ვარჯიშზე იგი მარკო პიაცასთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.რაც შეეხება ბონუჩის, მან მასიმილიანო ალეგრისგან ორდღიანი შვებულება მიიღო, სავარაუდოდ მთავარი მწვრთნელი მას “ლიონთან” დაპირისპირებისთვის დაასვენებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ კვირაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბიანკონერებს ამ მომენტისთვის ლაზარეთში კვადვო ასამოა და დანიელე რუგანი ჰყავთ, ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მატჩში მონაწილეობას მეჰდი ბენატია.სამაგიეროდ, ტრავმის შემდეგ მწყობრშია კლაუდიო მარკიზიო.
ევრა და ბარძალი დადგებიან ცენტრში და კრაიზე სანდრო ალვეშI ან ლიხშტნაეირი რა პრობლემაა. უდინეზე ყველაზე სუსტი გუნდია წელს მგონი კალჩოში არ იქნება პრობლემა
არა უჰავს ამათ გარაჰეც მოვუგებთ უდინეზეს
Rugani tramvirebulia. Centraluri damcveli janze mxolod ori gvyavs boni da bardzali meechveba ro daasvenon 3 mcvelshi albat evras daayenebs mesame centr mcvelad
ბარძალი-რუგანი ძირთადში,მაგრამ სათადარიგოზე?
ცუდია, რომ სტატიის მხოლოდ სათაური წაიკითხე, რუგანი ტრავმირებულია..
მით უარესი… სტატიას ყოველთვის ვკითხულობ,სათაურების კითხვა არ მიყვარს)) რაღაცნაირად ამომივარდა თავიდან,რუგანი ხომ ტრავმირებულია რახანია…