გენესიო : “ბუფონმა ყველაფერი გადაწყვიტა”
ტურინის “იუვენტუსთან” განცდილი მარცხის შემდეგ პრესის წარმომადგენლებს “ლიონის” მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელებიც გაესაუბრნენ..
უპირველეს ყოვლისა, ბრუნო გენესიოს ინტერვიუა საინტერესო : “რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ.მთელი შეხვედრის განმავლობაში გვქონდა გოლის გატანის შანსი და სამი ქულა მეტოქეს გავატანეთ.ბუფონმა საოცრებები ჩაიდინა, მხოლოდ პენალტზე არ ვსაუბრობ, 3-4 საგოლე დარტყმა მოიგერია.ლაკაზეტემ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა სასტარტოში, ამიტომ იდეალური ფორმიდან შორს იმყოფებოდა.იგი მოუმატებს და რაც მთავარია, რეალიზაციის პროცენტს გაზრდის.ჯგუფიდან გასვლა ? – მიუხედავად იმისა, რომ სამი ტურის შემდეგ მხოლოდ სამი ქულა გვაქვს, ბრძოლა გრძელდება.იუვენტუსის დონის გუნდს სერიოზული პრობლემები შევუქმენით და მჯერა, წარმატების შანსი გვაქვს.ჯერ ტურინში გველის გასვლა, შემდეგ კი სევილიას ვუმასპინძლეთ, ქულების მოპოვება შეიძლება.”
“ლიონის” ნახევარმცველმა, სერჟი დარდებმა ლეგენდარული ჯანლუიჯი შეაქო : “არ ვიცი რა ვთქვა, იგი მოქმედ მეკარეებს შორის საუკეთესო კი არა, ყველა დროის საუკეთესო მეკარეა.სრულიად სხვა, უმაღლეს საფეხურზე დგას.”
მაქსიმ გონალონი, “ლიონის” კაპიტანი : “მითხარით, მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა ? – ტაქტიკური ბრძოლა გაჩაღდა, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ როცა კარამდე მივიდოდით, ბუფონი საოცრებებს აკეთებდა.ჯიჯი მართლაც შეუდარებელი იყო.ეს არის მარცხი, რომლითაც შეიძლება ვიამაყოთ, თურმე შეგვიძლია დიდ გუნდებსაც შევუქმნათ პრობლემები.”
ფეხბურთელები და მწვრთნელები ღირსეულად იყვნენ მაგრამ აი ის რაც მოედანზე ხდებოდა სრული ქაჯობა იყო. მაგისთვის ღირს ლიონის ჯგუფში ჩატოვება და ბალელშიკების ტირილი
ბოლო პერიოდში მაგრად გვტისკავენ ლიგაზე მსაჯები და ვერ ვხვდები რატო ეს ალბათ ჩვენი ხელმძღვანელობის სისუსტეც მგონია არ ეთქმით საკლუბო ფეხბურთში თავის სიტყვა, რეალთან იყო ჯგუფში და სახე გაიძრეს სანამ რეალს არ მოაგებინეს, მერე იყო და ბაიერნთან შუაზე გაიხნენ შეცდომები ყველაზე მოსდით მარა ჩვენზე უკვე რადიკალურად მოქმედებენ
ვინც ფეხბურთი კარგად იცის ისიც ეცოდინება რო სახლში რომელი გუნდიც თამაშობს რაღაც ძალიან პატარა უპირატესობა ყოველთვის აქ, მსაჯის დახმარებას ვგულისხმობ (დახმარებაში იმას არ ვგულისხმობ რაც გგონიათ :) ) მაგრამ გუშინ ბოდიში და ერთი ადგილი ულოკა მსაჯუნამ ლიონს.იუვეს კიდე საღოლ! სუფთა კლასის ხარჯზე მოვიგეთ, როგორც ეს იტალიურ გუნდებს ჩვევიათ ადრინდელ იტალიურ გრანდებს ვგულისხმობ
ისე, არ არის სასურველი ბუფონის ამდენი ქება (შეიძლება დამსახურებული მარა მაინც) ფსიქოლოგიური მომენტია
აუღებელი კედელი იყო ბუფონი გუჰინ და იმედია ყველა თამაჰი ასე იქნება
ჯიგრები ხართ ლიონელებო მარა ჯგუფიდან გასვლის საკითხი იუვენტუსამდე არ უნდა გადაგედოთ