დიბალას და ბონუჩის ახალი კონტრაქტები მზადაა
ტურინის “იუვენტუსმა” ლეონარდო ბონუჩისთან და პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას..
ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულების დეტალები მხარეებთან უკვე შეთანხმებულია და უახლოეს პერიოდში, ყველაფერს ოფიციალური სახე უნდა მიეცეს.იტალიელი მცველი ბიანკონერებთან კონტრაქტს 2021 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი ანაზღაურება 4,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.29 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მანჩესტერ “სიტი” და “ჩელსი” იჩენდნენ, თუმცა, ფაქტია, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ჯუზეპე მაროტა ბონუჩის გუნდიდან წასვლას არ დაუშვებს.
რაც შეეხება არგენტინელ ფორვარდს, მისი კონტრაქტიც ხუთი წლის ვადით გახანგრძლივდება და ანაზღაურება 5 მილიონ ევროს პლიუს ბონუსებამდე გაიზრდება.”პალერმოდან” გადმობარგების შემდეგ გასულ სეზონში დიბალამ 20 გოლის გატანა და ცხრა ასისტის გაკეთება შეძლო, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
Sandro moxvdes ra nakrebshi to bevrad ganvitardeba gaizrdeba.rais marselo yvelaze metad mezizgeba ar mevaseba
Bonuchis meti unda micen 4.5 titqmis minimumia.
გიო გაიხარე ასეთი ინფორმაციისთვის ბევრი სასიხარულო ამბები დაგეწეროს საიტზე წარმატება ყველა საქმეჰი
გაიხარე