“იუვენტუსი” და “რომა” ლინეტის აკვირდებიან
ტურინის “იუვენტუსი” და “რომა” შესაძლოა სატრანსფერო ბაზარზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს..
გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე კლუბის ხელმძღვანელობა “სამპდორიას” ახალგაზრდა ნახევარმცველს, კაროლ ლინეტის აკვირდება.21 წლის ფეხბურთელი გენუის “სამპდორიაში” ასპარეზობს და საკმაო წარმატებითაც, მის ანგარიშზე უკვე 11 ჩატარებული მატჩია.აღსანიშნავია, რომ მოთამაშეს რეგულარულად იძახებენ პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში, საერთაშორისო დონეზე ლინეტის 12 შეხვედრა აქვს გამართული და ორი საგოლე პასი გაკეთებული.აღსანიშნავია, რომ ჯიალორისის ხელმძღვანელობა იანვარშივე ეცდება ფეხბურთელის დამატებას, თუმცა რამდენად დათანხმდება მის გაშვებას მარკო ჯამპაოლო, მეორე საკითხია.
ბრატცი პიაცაზე ხომ არაფერია ახალი???გამოჯანმრთელდა???
წესით მალე უნდა დაბრუნდეს