ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიოვანი კინი : “იუვენტუსთან მალე კონტრაქტს გავაფორმებთ”

ტურინის “იუვენტუსის” შემტევის, მოიზე კინის ძმამ ჯიოვანიმ წარსულსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა..

“პესკარასთან მატჩს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემმა ძმამ აიხდინა მსოფლიოში ნებისმიერი ბავშვის ოცნება, იუვენტუსის რიგებში ითამაშა.მოიზეს რთული ბავშვობა ჰქონდა, მამამ მიგვატოვა და სხვა ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად, წლების განმავლობაში მარტო ვიზრდებოდით.მთელ დღეს კინი მარტო ატარებდა, დედა მუშაობდა, მეც იგივეს ვცდილობდი, ფეხბურთი კი მისი ცხოვრების აზრი იყო.იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა და ახალგაზრდული სექტორის მწვრთნელმა ერთხელ მოიზე არდადეგებზე წაიყვანა თავის ოჯახთან ერთად, გრაბის სურდა, მომავალ ფეხბურთელს ცოტა დაესვენა ყოველდღიური ცხოვრებისგან.მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა იუვეს პირველ გუნდში თამაშობს, მამა უფრო ხშირად გამოდის კონტრაქტზე, თუმცა ადვილი არაა აღადგინო ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილი წარმატებული ფეხბურთელი ხდება.დედა ? – დედა ყოველ ნაბიჯზე დაყვება მოიზეს, ყურადღებას აქცევს როგორც ფეხბურთს, ისე სწავლას.ასაკით მოიზე მხოლოდ 16 წლისაა, თუმცა დამიჯერეთ, ბევრად მეტი უნახავს ცხოვრებაში, ვიდრე უბრალოდ პატარა ბიჭს.როგორი ადამიანია ? – აქტიური, მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობა უყვარს, რეპს უსმენს.ბავშვობაში ობაფემე მარტინსი მოსწონდა ინტერში, შემდეგ როსონერის თამაშებს უყურებდა იმიტომ, რომ მილანში ჩვენი ბიძა მუშაობდა, თუმცა დამიჯერეთ, ახლა მის გულში ერთადერთი გუნდი არსებობს და ეს იუვენტუსია.”

“როცა მოიზეს თამაშს ვუყურებ, ტიერი ანრი მახსენდება, ბურთის ფლობის სტილით კი ძალიან ჰგავს კარლოს ტევესს.ყოველთვის კარზე დაგეშილი და მონდომებულია, ამიტომ მას მარიო ბალოტელის ადარებენ.კინს ჯერ არაფერი გაუკეთებია დიდ ფეხბურთში, მინდა მაქსიმალურად დაიხარჯოს, მოინდომოს და წარმატებას მიაღწიოს, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, ჩვენ იტალიელებად ვთვლით თავს და სწორედ ამიტომ თამაშობს ჩემი ძმა ახალგაზრდულ სკუადრა აძურაში.რაიოლა ? – არ ვიცი, შესაძლოა იუვეს ფანები პოგბას ტრანსფერის შემდეგ მას დიდად არ ენდობიან, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საგანგაშო არაფერია, მოიზეს იუვეში სურს დარჩენა.მოლაპარაკებები კლუბთან უკვე მიმდინარეობს და მალე ოფიციალურ კონტრაქტს გავაფორმებთ.რა იქნება დიბალას და პიაცას დაბრუნების შემდეგ ? – ალეგრიმ კინი გუნდში სიცარიელის ამოსავსებად მოიწვია, არავინ იცის, რა მოხდება ხსენებული მოთამაშეების გამოჯანმრთელების შემდეგ.ნებისმიერ შემთხვევაში, გასულმა თვემ ჩემს ძმას დიდი გამოცდილება შესძინა, გააცნო მსოფლიო დონის ფეხბურთელები და მისცა საშუალება, დებიუტი ჰქონოდა კალჩოშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც.კინს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს სტურაროსთან, დიბალასთან, პიაცასთან.როგორი წარმომიდგენია ჩემი ძმა ხუთი წლის შემდეგ ? – ფეხბურთელი იუვენტუსის 9 ნომრიანი მაისურით, რომელსაც მუდმივად იძახებენ იტალიის ეროვნულ ნაკრებში.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
1juve
1juve
7 years ago

Sharshan itamasha saqartvelostan da didi araferi Mara wels ashkarad gazrdilia, am 5-10 wutshi gamochnda ro sheuzlia magal doneze Tamashi, etoo – drogbas stilia ragacit, mozravi musha da shemsrulebeli

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

3-4 წელი დიდი დროა,ამას მალე გადმოიყვანენ და მალე გახდება იუვეს დამრტყმელი ძალა.იმედია ამით ფულის შოვნას არ გადაწყვეტენ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რავი მე რაც ვნახე ამის თამაში დიდად არ გავგიჟდი და არ გადავირიე)) კაი ბიჭია, მარა უი დედა ეს რა ვნახეო ეგეთიც არ არის ჩემი აზრით)

7 years ago

რა ვიცი მანამდე თქვა მილანისტა არის ჩემი ძმაო.

მგელ პიერო
მგელ პიერო
7 years ago

3-4 წელი ნელ ნელა შეაჩვევენ მერე იგუ წავა და ძირითადიც გახდება

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x