იგუაინი : “კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევ”
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა კორიერე დელა სერას ვრცელი ინტერვიუ მისცა..
“ჩემი მთავარი მიზანი იუვენტუსთან ერთად რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგებაა, ბევრს მაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ მაინტერესებს.როცა ფეხბურთიდან წავალ, მსურს ყველას დავამახსოვრდე, როგორც გუნდის გამარჯვებისთვის მებრძოლი მოთამაშე, რომელიც არაფერზე იხევდა უკან.იტალიის ჩემპიონატში გოლის გატანა ყველაზე რთული რამაა, მერწმუნეთ.ჩემი პირველი გოლი იუვეში ? – პრესა წერდა, რომ ცუდ ფორმაში ვიმყოფებოდი, თუმცა მინდორზე შემოვედი და გამარჯვების გოლი გავიტანე, წონაში მართლაც მომატებული მქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი წესრიგშია.გასული სეზონი ტურინელებს საოცარი გამოუვიდათ, ზედიზედ 25 თამაში მოიგეს, როცა აქ მოდიხარ ხვდები, რომ ეს შეუძლებელი სულაც არაა, ბებერ ქალბატონში უკლებლივ ყველა გამარჯვებაზე ფიქრობს.უყურებ ბუფონს და ბარძალის, ფეხბურთი სხვანაირად გეჩვენება, ახალ თანაგუნდელებს შესანიშნავად შევეწყვე, მწვრთნელის მესმის და მზად ვარ, ძირითადში ვითამაშო, ან სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე, მთავარია კლუბს გამოვადგე.”
“სკუდეტოც და ჩემპიონთა ლიგაც მნიშვნელოვანია, მთავარია სწორად მივუდგეთ თითოეულ შეხვედრას, დავაგროვოთ ქულების მაქსიმალური რაოდენობა და შედეგი თავად მოვა.ჯენოასთან მარცხი არასწორი მიდგომის ბრალი იყო, მოტივაცია გვაკლდა.ბომბარდირობა უმნიშვნელოვანესი არაა, 35 გოლი უკვე გავიტანე გასულ სეზონში, ახლა ტიტულების მოგება მინდა.ჩემი მდგომარეობა ? – სათამაშოდ ასი პროცენტით მზად ვარ, მცირე ტრავმა მოვიშუშე.ალეგრისთან ურთიერთობა იდეალურია, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.”
“ნაპოლისთან გოლი ? – თამაშამდე მქონდა გადაწყვეტილი, რომ გოლის გატანის შემთხვევაში, მას არ აღვნიშნავდი.ვერასდროს დავივიწყებ იმ სიყვარულს და პატივისცემას, რომელიც ნაპოლის მწვრთნელისგან, ფეხბურთელებისგან და ფანებისგან მივიღე, ნეაპოლს არასდროს დავივიწყებ.”
აქ ზოგიერთს უნდა იგუაინმა და დიბალამ და თუნდაც მანძუკამ ნახევარდაცვაში ითამაშონ ცენტრი გაამაგრონ და პლიუს შეტევაშიც გოლები გვინდააა, რა ვერ გაიგეთ როცა ნახევარდაცვა დაქლიავებულია თავდამსხმელები ნოლია, მოიყვანონ ნორმალური ცენტრები და მერე აკრიტიკეთ შეტევაა
რა უნდა ელაპარაო ამათ, სუფთა ცენტრ ფორვარდს სთხოვენ გოლის გატანას, საჯარიმოში ჩასვლას და ნახევარდაცვიდან ბურთის ატანას… ეგ იგივეა კიელინი რო ნახევარდაცვაში დაყენო და ზუსტი პასები მოსთხოვო დ
Napolistvis ar unda gegalata mase ar mosula. Hamshiki forza
მართალი ხარ მარა ჰენ ნუ ნერვიულობ მაგაზე ძმაო ნაპოლმა ინერვიულოს
ხო გეხუმრე რა იყო სანერვიულო ამაჰი რაა
Genacvale vici dzma
გაიხარე გაიხარე
ტყუილად აკრიტიკებთ იგუაინს… ბურთის საძებნელად ტიპს სად უწევს ჩასვლა…
რო წერთ გოლი უნდ აგაიტანოსო, სუფტა ცენტრ ფორვარდია… ტიპს საჯარიმოში უწევს ჩამოსვლა. როცა ნაპოლიში მასე თაამშობდნენ… დიბალას არყოფნა ძან დაეტყო, იძულებულია ცენტრში ეძებოს ბურთი
ბოლო მატჩები მთლიანად ჩააგდო ასეა ეს.არაა მარტო გოლები მთავარი ცოტა აქტიურიც უნდა იყო რასაც ბოლო მატჩებში ვერ ახერხებდა.იმასაც დავამატებ რო მთლად ამის ბრალიც არაა! მთლიანად გუნდმა აურია.გაუთავებელი ტრავმები და ალეგრი კიდე საბოლოოდ უნდა ჩამოაყალიბოს ძირითადი სასტავი რა.მოკლედ ასე ვიტყოდი იგუაინს და პიანიჩს მოსვლა იუვეში ძალიან ცუდ დროს მოუწიათ.ვერცერთ ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ წელს, მხოლოდ ბუფონი მომწონს! აი ძველი ფეხბურთელები ურევენ და ახლებისგან რას უნდა ელოდო ტო ვარსკვლავების წყვეტას?
ყველაზე ცუდი ისაა რო ჰენ მართალი ხარ ძმაო რასაც ამბობ იმაჰი
გოლები უნდა გაიტანო იგუ სხვანაირად იუვეს ბალეჰიკები ვერ ჰეგიყვარებთ ჰენც უნდა გაიტანო აუცილებლად და დიბალამაც დანარჩენები თუ გაიტანენ ხო კარგია მარა თქვენ ორს მოგეთხოვებათ ყველაზე მეტად აჰა ჯანდაბა მანჯუსაც ჰევიყვან თქვენს სიაჰი