ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დრაქსლერს “ვოლსბურგში” პრობლემები ექმნება

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ სამიზნეს, იულიან დრაქსლერს “ვოლსბურგში” სერიოზული პრობლემები აქვს..

გერმანული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელმა მგლების ხელმძღვანელობას ღიად დაუფიქსირა გუნდიდან წასვლის სურვილი, რის გამოც, მთავარმა მწვრთნელმა იგი მიუნხენის “ბავარიასთან” მატჩისთვის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ძალიან მცირე დრო რჩება და როგორც სჩანს, მანამდე დრაქსლერის აგენტი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვით დაკავდება.

კალჩომერკატოს მტკიცებით, მთავარი ფავორიტები გერმანელის გასაფორმებლად “არსენალი” და “პსჟ” არიან, თუმცა იტალიური გამოცემა არ გამორიცხავს, რომ იულიანისთვის ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსიც” ჩაერთოს.შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა ჯერ კიდევ “შალკეში” მოთამაშე დრაქსლერის გადმობირებასთან ახლოს იყო, თუმცა მაშინ, ნახევარმცველმა სამშობლოში დარჩენა და “ვოლსბურგში” გადასვლა ამჯობინა.

მასიმილიანო ალეგრის დრაქსლერი განსაკუთრებით იმიტომ ესიმპატიურება, რომ მას 4-3-1-2 სქემაში შეუძლია ტრეკუარტისტად ასპარეზობა.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ეგდე ეხლა მანდ და ხეხე სკამი, მოსულიყავი კაცად და ფეღბურთელად გაქცევდა იუვე… :forza:

vaxo turqadze
7 years ago

ეს კი იყო,რომ ამბობდა ვოლფსბურგი სჯობსო,მაგრამ აქ რომ ეთანხმებოდა ზოგ-ზოგიერთი ისიც კარგად მახსოვს :blin: :blin: ,თორე ამასთან რა გინდათ,სადაც თამაშობდა იმ კლუბს არ გაუტეხა…ისე სად არიან ნეტავ ის გერმანიის ფანები აქ რომ შემოდიოდნენ იუვეს გულშემატკივრის სახელით და გერმანიის კლუბები მალე ისე იქნებიან იუვენტუსი მონაგონი იქნებაო,რომ მინიმუმ 6 გრანდი ეყოლებოდა გერმანიას,დარჩა ისევ ერთ გუნდა ჩემპიონატად როგორც იყო ოდითგან,გამოხტომები საუკუნეში ერთხელ ყველას აქვს :forza: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დავაი რა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ეს არ იყო რო ამბობდა ვოლფსბურგი ჯობია იუვესო,მაგარი პროექტი აქვთო?ნეტა რა პროექტი დაინახა ამ დებილმა კაცმა,რამდენი ტიტული დაკარგა უკვე,ორი თუ სამი და ბევრად წინ იქნებოდა როგორც ფეხბურთელი.სულ რო იხვეწებოდეს აღარ უნდა მოათრიონ :blin:

maradona 73
maradona 73
7 years ago

მაგრა სჭირდება იუვეს ასეთი სტილის იგროკი, თან 23 წლისაა სულ.

AnonyMous
7 years ago

ტრეკვარტისტად არა შმექვარტისტად შეუძლია თამაში. შალკეში კარი ბიჭი იყო. ჩვენებმა თუ მოინდომეს ჩვენთან წამოვა უეჭველი, თუ არადა პსჟ–ში ალბათ

Soni
Soni
7 years ago

Wava exla chorebi)))) mara gamoricxet eg ambavi shansi araa mitumetes am zamtarshi tan dybalasac ro atamashebs igive pianichs mag poziciaze da wicelis damatebac ro undat

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x