ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინში დერბი დელა მოლესთვის მზადება გრძელდება

ზაგრების “დინამოსთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” დერბი დელა მოლესთვის მომზადებას შეუდგა..

დღევანდელ ვარჯიშს დაახლოებით 150 გულშემატკივარი დაესწრო, რომლებმაც ბანერები გამოკიდეს ბიანკონერების გასამხნევებლად, დერბიში გამარჯვებას ტურინში განსაკუთრებული ფასი აქვს.

მასიმილიანო ალეგრი სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდთან დაპირისპირებას 4-3-1-2 ტაქტიკით აპირებს.კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, ჯორჯო კიელინის დაცვის ცენტრში მედჰი ბენატია ან დანიელე რუგანი შეუწყვილდება, ფლანგებზე შტეფან ლიხტშტაინერი და ალექს სანდრო.მცველების წინ კლაუდიო მარკიზიოს გამოჩენას უნდა ველოდოთ, რომელსაც ნახევარდაცვაში სამი ხედირა და სტეფანო სტურარო დაეხმარებიან.ფორვარდების უკან, ტრეკუარტისტად ითამაშებს მირალემ პიანიჩი, მისი უშუალო დავალება გონსალო იგუაინისა და მარიო მანჯუკიჩის პასებით მომარება იქნება.

სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე დარჩება პაულო დიბალა, რომლის გამოჩენასაც მინდორზე მატჩის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

მოვიგებთ აუცილებლად და საერთოდ წელს ლიგას ძალიან უნდა მივუახლოვდეთ,ოგონდ მოსაგებად

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x