ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ტიელემანსი, ნ’ზონზი )

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა “ანდერლეხტის” ნიჭიერ ფეხბურთელს, იური ტიელემანსს აკვირდება..

ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობას 19 წლის მოთამაშე გუნდის გაძლიერების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია და აპირებს, მის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყოს.ტიელემანსი ბელგიის ჩემპიონატში შესანიშნავ სეზონს ატარებს, 25 შეხვედრაში მის ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

“ანდერლეხტს” სურს ტიელემანსი მინიმუმ 25 მილიონ ევროდ გაასხვისოს და ამიტომ ყველაზე მეტად მისაღებ შემოთავაზებას ელის.აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელით “რომა” და პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდიც ინტერესდება.ნაკლებ სავარაუდოა, ბელგიელმა სამშობლო იანვარში დატოვოს, თუმცა ზაფხულში ამის შანსები საკმაოდ დიდია.

რაც შეეხება სტევენ ნ’ზონზის, მის მიმართ ინტერესს “იუვეს” გარდა “ბარსელონაც” იჩენს.კატალონიელებს ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ და მზად არიან, ფრანგი შუახაზელის გამოსასყიდი 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ “სევილია” სულაც არ აპირებს მოთამაშესთან გამომშვიდობებას, რამეთუ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შიდა ჩემპიონატში ნ’ზონზის გასხვისებას დალაქები ნაკლებ სავარაუდოა, რომ დათანხმდნენ.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
7 years ago

:forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ტიელემანსი, ბაზოიერი ან ტოლისო გვჭირდება ამ ზამთარში მეტი არავინ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ეს ძონძები გვჭირდება კიდე? ვიტსეელ შენ მოგიკითხე ყველაფერი რომ ძონძების და სექენჰენდბეის იმედად გვტოვებ იანვარში

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x