დერბი დელა მოლე | ბრძოლა მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში..
ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დერბი დელა მოლეში მოსალოდნელ დუელებზე გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო სტატია..
ჯო ჰარტი – ჯანლუიჯი ბუფონი
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს განხორციელებული ტრანსფერის შედეგად “ტორინომ” საკმაოდ იხეირა, ჯო ჰარტი შესანიშნავ სეზონს ატარებს.ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარემ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოგერიებული ბურთების პროცენტულობით მეშვიდეა, კარში დარტყმული ბურთების 73 პროცენტს ჰარტი დამაჯერებლად იგერიებს.განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება 29 წლის კიპერმა ნიკოლა კალინიჩისა და ედინ ჯეკოს წინააღმდეგ თამაშით დატოვა.
ჯანლუიჯი ბუფონს კი განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.
სხვათაშორის, ჯანლუიჯი ბუფონმა ამა წლის მარტში “ტორინოს” წინააღმდეგ შეხვედრაში იტალიის ჩემპიონატის რეკორდი დაამხო, შეინახა რა კარი მშრალად 973 წუთის განმავლობაში.გრანატასთან ჯიჯის ხუთი წუთის განმავლობაში არ უნდა გაეშვა გოლი და ასეც მოხდა, შემდეგ კი ტურინელებმა მისი კარის აღება მოახერხეს.
ნუმერო უნომ ამ სეზონში 7-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, საოცარი თამაში კი ჩემპიონთა ლიგაზე, “ლიონის” წინააღმდეგ აჩვენა, განახორციელა რა სამი საოცარი სეივი.
ანდრეა ბელოტი – მარიო მანჯუკიჩი
ტორინოს ცხრიანს მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, რითაც საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამეზეა.ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელი სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდის შეუცვლელი ფიგურაა და “ტორინოს” წარმატებაში ლომის წვლილი შეაქვს.სხვათაშორის, სწორედ ბელოტიმ დაასრულა ჯანლუიჯი ბუფონის 973 წუთიანი მშრალი სერია, გამოიჩინა რა “იუვენტუსის” წინააღმდეგ მატჩში თავი.
მარიო მანჯუკიჩი კი ბოლომდე ბრძოლისა და დაუღლელობის სიმბოლოა, ხორვატი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.ბოლო 6 კვირის განმავლობაში სუპერ მარიომ ხუთჯერ მოახერხა თავის გამოჩენა და ერთხელაც თანაგუნდელს გაატანინა.აღსანიშნავია ისიც, რომ მანჯუკიჩის მხარდამხარ გონსალო იგუაინი თამაშობს, რომელსაც ბებერი ქალბატონის მაისურით უკვე ათი გოლი აქვს გატანილი.არ დაგვავიწყდეს არც პაულო დიბალა, “ტორინოს” წინააღმდეგ მას სავარაუდოდ მეორე ტაიმში ვიხილავთ.
ანტონიო ბარეკა – ალექს სანდრო
“კალიარიდან” დაბრუნების შემდეგ ანტონიო ბარეკა ნელ-ნელა ყალიბდება “ტორინოს” შეუცვლელ ფიგურად.იგი ერთ-ერთია იმ რვა ფეხბურთელიდან, რომელსაც გუნდის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 900 წუთი აქვს მინდორზე გატარებული.სწრაფი გარღვევები, ჩაწოდებები, კარში დარტყმები – სწორედ ამით გამოირჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელი, “კიევოს” წინააღმდეგ ბოლო მატჩში სწორედ მან გაატანინა ერთ ეპიზოდში თანაგუნდელს.შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარეკას სახით “ტორინოს” ახალგაზრდულმა აკადემიამ შესანიშნავი პროდუქტი გამოსცა.
ალექს სანდრო ძალიან კარგ სეზონს ატარებს.მარცხენა მცველი ერთბაშად რამდენიმე კომპონენტშია გამორჩეული, მაგალითად : 754 ზუსტი პასი, 33 დრიბლინგი, 75 ჩაწოდება, 35 ზუსტი ვარდნა და 35 ართმევა.
ზაგრების “დინამოსთან” მატჩში დასვენებული ბრაზილიელი დერბი დელა მოლესთვის ემზადება, მას “ტორინოსთან” მატჩი კარგად ახსოვს, ბოლო წუთზე შესრულებული გამჭოლი პასი საჯარიმოში და ხუან კუადრადოს დაუვიწყარი გოლი.
მართლა მაგარი სტატიაა.
აუ ვიდალის გოლი გახსოვთ რა მიადუღა 
ეხ ტორო ტორო იუვეს თუ მოუნდა დაგაფარებს ბურთის კამერას რქაზე
გაიხარეთ
ალამაზებს ასეთი დაპირისპირება ფეხბურთს,ერთერთი საუკეთესო დერბია მსოფლიოში
სტადიონი სავსე იქნება იმედია

მადლობ გიო გაიხარე ასეთი სტატიისთვის
მადლობა სტატიისთვის.

მადლობა კარგი სატიისთვის
:forza:. ფორცა იუვე დაძაბული თამაში გველის ბიჭებო

კარგი სტატიაა! მაგარი ჯახი იქნება,იმედია კაი სანახაობაც…