“იუვენტუსი – “რომას” ორსატო განსჯის
ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გასამართ შეხვედრას დანიელე ორსატო განსჯის..
მიმდინარე სეზონში 41 წლის არბიტრმა ჯიალორისის მონაწილეობით ერთი შეხვედრა იმსაჯა, როცა “რომამ” “ნაპოლი” სტუმრად 3-1 დაამარცხა.რაც შეეხება “იუვენტუსს”, გასულ სეზონში “მილანის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბებერი ქალბატონისა და ორსატოს გზები არ გადაკვეთილა.
“მილანსა” და “ატალანტას” შორის დაპირისპირებას დევიდე მასა განსჯის, “ნაპოლი” “ტორინოს” კი დანიელე დოვერი.
იმედია წესიერად იმსაჯებ